სააკაშვილი ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა – შავებში ჩაცმულმა დივერსანტებმა ოპოზიციურ სპექტრზე თავდასხმა განახორციელეს- მძიმე დაზიანებები მიიღო ათამდე მოქალაქემ
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სერიოზული რისკების წინაშე დადგება საქართველო თუ ხელისუფლება განაგრძობს სახიფათო კურსით სიარულს
დავით ქაცარავა - თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის და სერიოზული ჰემატომები თავზე
ნატო-ს პრესსპიკერი - კანონის მიღება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია
პრეზიდენტი - ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც მეგობრების რჩევები, არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ
პრეზიდენტი - ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს!
ომბუდსმენის აპარატი - სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინდელ აქციაზე დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ, 3 მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი

04.29.2024 | 10:06 ნახვები: 248

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება და ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას, „ვითომ დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი“.

სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

„დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, სხდომის ჩატარებას ნუ უშლიან ხელს.

„გაფრთხილებთ, ხელს ნუ შეუშლით სხდომის ჩატარებას. ქალბატონ თინას, ისევე როგორც სხვებს, აქვს 2 წუთიანი რეგლამენტი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა