რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან
ცივი სამოქალაქო ომი: ყველა ქოცი არაა ნაძირალა, მაგრამ ყველა ნაძირალა - ნამდვილად ქოცია
No Russian warships on combat duty off Crimea coast
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი
Democrats in U.S. Congress vow to not let ultra-right GOP lawmakers to “take out” Speaker Johnson
ქართველი დიპლომატები - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს
ლაშა ტუღუში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე
ხატია დეკანოიძე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს /კანონპროექტი/, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

ხატია დეკანოიძე - ეს (ლგბტ პროპაგანდა) არის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიგონა

03.26.2024 | 11:35 ნახვები: 266

დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ ოპოზიციის ვითომ დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც არ მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებს სრულიად სხვა პრობლემები აწუხებთ, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.

მისივე თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გამოიგონა და რომელზეც მხოლოდ "ქართული ოცნება" საუბრობს.

"არ აწუხებთ ადამიანებს ის გამოგონილი თემა, რომელზეც რეალურად მარტო "ქართული ოცნება" ლაპარაკობს და მეტი არავინ.

ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ეს არის იმის გაგრძელება, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ფასად ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას გაგრძელება არ ექნება და ეს უბრალოდ არის ჩავარდნილი პროექტი "ქართული ოცნების" მხრიდან," - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა