პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported
Russian army loses 1,124 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 94 combat clashes on front lines in past day

ბათუმს ასლამაზიშვილის შექსპირულმა ქარიშხალმა გადაუარა

03.13.2024 | 14:20 ნახვები: 502

2024 წლის 5 მარტს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი  სპექტაკლით „ქარიშხალი“ ბათუმის დრამატულ თეატრს საგასტროლოდ ეწვია. „ქარიშხალი“ შექსპირის ბოლო პიესაა. საბა ასლამაზიშვილისთვის კი, როგორც ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, პირველი დადგმა.

შექსპირის, ეს ბოლომდე გაუშიფრავი და ამოუცნობი, ემოციური და შთამბეჭდავი პიესა, მანანა ანთაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე ისე თარგმნა, რომ არც შექსპირული სიდიადე დაუკარგა და არც დააშორა დღევანდელ სამეტყველო ქართულს.

რეჟისორმა, ქართულ თეატრში უკვე საკმაოდ გავრცელებულ ხერხს მიმართა, და მაყურებელი, დარბაზში  შესვლის წამიდან უკვე სპექტაკლის ნაწილი გახადა. დარბაზში შესულთ, სცენაზე, მაღლიდან პროსპერო (ზურა დონდოლაძე) გადმოჰყურებს, ხოლო სცენის შუა გულში მუხლებ შეკეცილ, მწოლიარე არიელს (თორნიკე კაკულია) ხედავს.

„ქარიშხალს“ მაყურებლის მეხსიერებაში კომპოზიტორ კონსტანტინე ეჯიბაშვილის მიერ სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნილი, ნამდვილად საინტერესო და ექსცენტრული მუსიკაც დატოვებს. მხატვრის (გიორგი უსტიაშვილი) ნამუშევარი ლოგიკურად მოდიოდა სპექტაკლის რეჟისორულ გადაწყვეტასთან შესაბამისობაში და ამავდროულად მის მიერვე შექმნილი ორიგინალური კოსტიუმები უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე მსახიობის მიერ განხორციელებული როლი. რაც შეეხება ქორეოგრაფის (კოტე ფურცელაძის) და ქორეოგრაფ/რეპეტიტორის (ირინა კუპრავას) მიერ სპექტაკლისთვის დადგმულ მოძრაობებს თუ ცეკვას, რომელიც სპექტაკლის ორგანულ ნაწილად იქცა, ამკობდა მიზანსცენებს, რომელსაც ასე უხვად ვხვდებით საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში.

შექსპირი ეს იდუმალი, ბოლომდე გაუანალიზებელი პიესა, საბა ასლამაზიშვილმა საინტერესო ფორმით წარუდგინა მაყურებელს. შესაბამისად, მაყურებელი წარმოდგენის დაწყებიდან ბოლომდე გარინდული უსმენდა და უყურებდა სცენაზე გათამაშებულ მოვლენებს.

პროსპერო (ზურაბ დონდოლაძე), რომელიც ნეაპოლის კანონიერი ჰერცოგია, მას ძმა ანტონიო (ბექა ჯუმუტია) უკანონოდ დააკარგვინებს ტახტს, რაშიც მას დახმარებას ალონზო  (გუჯა ქარაია) გაუწევს.  ალონზოს, მსახური გონზალო (ნოდარ ბჟალავა) ეხმარება პროსფერის (ზურაბ დონდოლაძე) ნეაპოლიდან გადაკარგვაში, თუმცა იგი მოახერხებს, რომ პროსპერო და მისი ქალიშვილი უვნებლად მოხვდნენ ერთ-ერთ უცნაურ კუნძულზე, რომლის მკვიდრიც  პრიმიტიული კალიბანია (ანიკო შურღაია). პროსპერო (ზურაბ დონდოლაძე) დამაჯერებლად ასრულებს გაბოროტებული თუმცა ამავდროულად კეთილი პერსონაჟის როლს. 

არიელი (თორნიკე კაკულია), რომელმაც იმდენად საინტერესოდ, ამაღელვებლად წარადგინა ერთგული, მგრძნობიარე პერსონაჟი, რომ მაყურებელს რამდენჯერმე სპექტაკლის მსვლელობის დროს მისთვის ტაშის დაკვრა არ მორიდებია. თორნიკე კაკულიამ მოახერხა, პერსონაჟის გათამაშების და ალბათ რეჟისორის მიერ ჩანაფიქრის მიხედვით, მაყურებელი საერთოდ ვერ მიმხვდარიყო რომ სცენაზე მსახიობი თამაშობს, არიელს როლს, იგი იმდენად ბუნებრივი, საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, რომ მაყურებელს დაავიწყდა, რომ იგი მსახიობი იყო და მას როგორც არიელს ისე მიჰყვებოდა სპექტაკლის ბოლომდე.

კალიბანი (ანიკო შურღაია), რეჟისორის მიერ მაყურებლიდან ამოვარდნილი პერსონაჟი, რომელმაც ისეთი სიზუსტით გადმოსცა, უცნაური არსებების ტკივილი, სურვილი, გაგიჟება, ემოცია, რომ მაყურებელი ზოგჯერ სასიამოვნოდ გაღიმებული, ზოგჯერ კი ტკივილნარევი ემოციით დატოვა.

მირანდა, (ანა ანდღულაძე) და ფერდინანდი (ირაკლი კვერღელიძე)  - რეჟისორმა საინტერესოდ წარმოადგინა, სიცოცხლით სავსე, უბოროტო, ჯერ გაურყვნელი ახალგაზრდების სიყვარულის ისტორია. მსახიობებმა პროსპეროს ჩამოგდების და მისი სასწაულმოქმედი წიგნის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილი, პრიმიტიული არსება კალიბანი (ანიკო შურღაია) და სტეფანი (გიორგი სურმავა) და მასხარა (რამინ კილასონია) შთამბეჭდავად წარმოგვიდგინა. კალიბანის დაუკოებელი სურვილი, რომ კუნძული პროსფეროს ე.წ. ბოროტებისგან გაათავისუფლოს და  ხელი ის წიგნი ჩაიგდოს, რომლითაც პროსპერო ამ ყველაფერს სჩადის დაუოკებელია. თუმცა ეს წიგნი მას, იმიტომ კი არ სურს, რომ ბროოტება დათრგუნოს, არამედ თავად ჩაიგდო ხელში ბოროტების კეთების შესაძლებლობა.

ქორწილის სცენა, რომელიც რეჟისორს საინტერესოდ აქვს წარმოდგენილი, სადაც ქალღმერთი (ნაირა ჭიჭინაძე) ქალღმერთულად ასრულებს მისთვის ბოძებულ როლს, საინტერესოა როგორც მუსიკა, ქორეოგრაფია და მაყურებელი უცებ საკონცერტო დარბაზში გადადის სადაც მის წინაშე საკონცერტო ნომერი სრულდება. ქალღმერთის (ნაირა ჭიჭინაძის) პარალელურად, არიელი (თორნიკე კაკულია) მაყურებელს რთავს საქორწილო პროცესში და იგი სცენის კიდეზე ჩამომჯდარი აკონტროლებს მაყურებლის მაჯის ცემას და მათ აიძულებს რომ უნდათ თუ არ უნდათ ქორწილის მონაწილეები თავადაც გახდნენ. ეს სცენები ყველაზე შთამბეჭდავია სპექტაკლში როგორც შინაარსობრივი, ისე ვიზუალური თვალსაზრისით.

ცერერა (ნინო გოშაძე) და იუნოპა (თამუნა ჭუბაბრია) საინტერესოდ წარმოადგენენ ქორწილის რიტუალს, სადაც ლოცავენ უფრო სწორედ გაზუთხული ტექსტივით კითხულობენ მონოლოგებს და ამით ქართული ქორწილის საკმაოდ დამღლელ და ბანალურ სცენას გვიჩვენებენ.

საინტერესოა, ერთგული, კეთილი მსახურის არიელის (თორნიკე კაკულიას) და პროსპეროს (ზურაბ დონდოლაძე) ბოლო სცენა როცა ყელში სწვდება მსახურს, რომელიც ეუბნება, რომ - აი, ის ხალხი, რომელზეც შური იძია პროსპერომ ეცოდება - ამ დრო ვხედავთ კეთილ, მორალურად განადგურებულ, ერთგულ, გულდაწყვეტილ, ბედნიერ, მხიარულ, სევდიან არიელს (თორნიკე კაკულია) რომელმაც უდავოდ შესანიშნავად შეასრულა როლი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საბა ასლამაზიშვილის „ქარიშხალი“ თორნიკე კაკულიასთვის დადგმულ სპექტაკლად მიმაჩნია, იმდენად ბრწყინავს ახალგაზრდა მსახიობი არიელის როლის შესრულებისას.  

უდავოდ კარგად და საინტერესოდ წარმოდგენილია სპექტაკლში ნიმფები, რომლებიც ერთგვარ რეფრენად გასდევენ მთელ სპექტაკლს, დასაწყისიდან წარმოდგენის ბოლომდე ისინი აქტიურად ჩანან სცენაზე. ნიმფებს (შოთა სასანია, მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, ალიკა ცეკვაშვილი, თამუნა აბშილავა, ჩიტო პატარიძე, ლილი ბოდაველი, თემო გოგინავა, ბუკა დვალიშვილი, ნიკა კვარაცხელია) საკმაოდ რთული ამოცანა ეკისრათ, მათ ტექსტის და ხმის ამოღების გარეშე, მხოლოდ ქორეოგრაფიული პარტიტურის საშუალებით უწევდათ პერსონაჟების ხასიათების გამოხატვა, რომლებიც მასიური სცენის მსახიობებად კი არ წარმოგვიდგებიან, არამედ ინდივიდუალურ პერსონებად.

ასლამაზიშვილის „ქარიშხალი“ საინტერესოდ გათამაშებული, კეთილი ფინალითა და სურვილებით დადგმული სპექტაკლია, როცა მოსისხლე მტრებში სიყვარული იმარჯვებს. „რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია" - უნებლიეთ გახსენდება ეს ფრაზა. დაპირისპირებული მხარეების, შერიგება სწორედ მომავალმა თაობებმა უნდა გაამტკიცონ და გაამყარონ.

რეჟისორმა, ასევე საინეტრესოდ წარმოგვიჩინა ადამიანი, რომელსაც შენდობის ნიჭი აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯადოქარი თავის მტრებს დანაშაულს შეუნდობს, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ საკადრისად დასჯის. ეს ერთ-ერთი ძირეული საკითხია, რაზეც უნდა დაფიქრდეს მაყურებელი: რას სჯობს, მხოლოდ შეუნდო, თუ ჯერ საკადრისად გასცე პასუხი უსამართლობას და შემდეგ აპატიო?!

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საბა ასლამაზიშვილი, უდავოდ საინტერესო რეჟისორია, რომელიც შექსპირის „ქარიშხალის“ დადგმით, ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს. ამიტომაც იყო, რომ „ქარიშხალი“ ბათუმის თეატრში შეკრებილი მრავალრიცხოვანი მაყურებლის გონებაში ძლიერი გრიგალივით დატრიალდა

 

ავტორი:ზუკა ნემსაძე

სტატია გამოქვეყნდა: theratrelife.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა