Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight
Ukraine war update: 88 combat clashes on front lines in past 24 hours
SBU's special forces hit 25 enemy tanks in two weeks
Japan joins coalition to return Ukrainian children
Umerov thanked Denmark for its support in defense sector
President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror

ცირკთან 5 ცათამბრჯენის მშენებლობაზე თბილისის მერიაში განაცხადი შევიდა

02.13.2024 | 10:39 ნახვები: 373

კომპანია შპს "სითი ცენტრი 2"-მა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალებით შეთანხმების მიზნით მიმართა. საქმე ეხება თბილისში, ცირკის უკან მდებარე 59-მდე ჰა ტერიტორიას.

როგორც ტერიტორიის განვითარების გეგმაში ვკითხულობთ, დღეის მდგომარეობით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება რეკრეაციული ზონა 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სატრანსპორტო ზონა 1 და რეკრეაციული ზონა 1. ამასთან, შეზღუდვების მიხედვით არეალს ფარავს ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები, ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა, ჯიხურების აკრძალვა და გარე ვაჭრობის შეზღუდვის არეალი.

კომპანია თბილისის მერიას სთხოვს, რომ ტერიტორიის განვითარება მოხდეს სრულად საზოგადოებრივ საქმიანი ზონის დანიშნულებით, ადგილზე საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების განთავსების მიზნით. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე დაგეგმილია 5 მაღლივი შენობის აშენება, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე იქნება 210მ. ხუთივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით.

პროექტი თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში კომპანია შპს სითი ცენტრი 2-მა წარადგინა, რომლის დირექტორი გიორგი შეყრილაძეა, ხოლო კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი ფლობს.

თუმცა ამასთან, არქიტექტურული პროექტის დამკვეთი შპს სითი ცენტრიცაა, რომლის დირექტორი აკაკი სონგულიაა, ხოლო კომპანიის 100%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი ფლობს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა