Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight
Ukraine war update: 88 combat clashes on front lines in past 24 hours
SBU's special forces hit 25 enemy tanks in two weeks
Japan joins coalition to return Ukrainian children
Umerov thanked Denmark for its support in defense sector
President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror

„საქსტატმა“ მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა

02.12.2024 | 12:11 ნახვები: 349

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ის მოცულობა 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში, გადაანგარიშებამდე 79.7 მილიარდი ლარია, გადაანგარიშებული კი 80.2 მილიარდი ლარი.

სტატისტიკის თანახმადვე, გასული წლის წინასწარი მონაცემებით, მშპ ერთ სულზე, გადაანგარიშებამდე 8 112 მილიარდი ლარი, მის შემდეგ კი 8 170 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლებს გადაანგარიშებამდე და მის შემდეგ, შესაბამისად, 7.0 და 7.5%-ია.

„ეროვნული ანგარიშები, მათი შედგენის მეთოდების კომპლექსურობიდან გამომდინარე, რეგულარულ გადასინჯვას ექვემდებარება, რაც წინასწარ შედგენილი კალენდარული გეგმის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდულობით ხორციელდება. ეროვნული ანგარიშების ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური ინდიკატორია მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის წინასწარი მაჩვენებელიც საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-80 დღეს ქვეყნდება კვარტალური გამოკვლევების შედეგების შესაბამისად, ხოლო ზუსტდება საანგარიშო წლის დასრულებიდან 11 თვის შემდეგ, წლიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. გარდა აღნიშნული ყოველწლიური დაზუსტებისა, მაჩვენებლების შესადარისობის მიზნით ისტორიული მონაცემებიც ექვემდებარება ეტაპობრივად გადასინჯვას, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგიური ცვლილებები, წყაროდან მიღებული მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, ცვლილებები კლასიფიკატორებში და სხვა. მშპ-ს და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ისტორიული მწკრივების გადასინჯვა და გადაანგარიშება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF, Eurostat და ა.შ.), რეკომენდირებულია 5 წელიწადში ერთხელ, რომლის მიზანია ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საქართველოში მშპ-ს ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება უკანასკნელად 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო შემდგომი გადაანგარიშება იგეგმებოდა 2023 წელს. თუმცა, 2023 წლის შემოდგომაზე ევროსტატის, UNECE-ს და EFTA-ს მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მიერ მსგავსი ტიპის აქტივობები, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებულ პოლიტიკასთან (Harmonized European Revision Policy), რომლის მიხედვითაც გადასინჯვის პერიოდად ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიჩნეულია 2024 წელი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მონაცემთა გადაანგარიშების პერიოდად (განახლებული მონაცემების გამოქვეყნების თარიღად) შეირჩა 2024 წლის თებერვალი. გადაანგარიშება მოიცავს ისტორიულ მწკრივს 2010 წლიდან, ხოლო მასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს 2023 წლის იანვრიდან“,- აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა