იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

საქსტატი - 2024 წლის იანვარში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.0 პროცენტი შეადგინა

02.02.2024 | 12:40 ნახვები: 368

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9 პროცენტი), თევზეული (2.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.5 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (0.8 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (4.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.4 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.6-პროცენტიანი კლება, რაც -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.3 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (-1.6 პროცენტი)“,  – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა