რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან
ცივი სამოქალაქო ომი: ყველა ქოცი არაა ნაძირალა, მაგრამ ყველა ნაძირალა - ნამდვილად ქოცია
No Russian warships on combat duty off Crimea coast
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი
Democrats in U.S. Congress vow to not let ultra-right GOP lawmakers to “take out” Speaker Johnson
ქართველი დიპლომატები - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს
ლაშა ტუღუში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე
ხატია დეკანოიძე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს /კანონპროექტი/, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

TIBR-ის ინდექსზე უკვე 1 მილიარდზე მეტი მოცულობის სესხებია მიბმული - სებ-ი

01.26.2024 | 13:40 ნახვები: 374

TIBR-ის ინდექსზე მიბმული სესხების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს უკვე გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს საბანკო სექტორი ცვლად განაკვეთიან კრედიტებში თანდათანობით გადადის ახალ ინდექსზე დაფიქსირებაზე - საუბარია TIBR-ის ინდექსზე, რომელიც ეროვნული ბანკის განმარტებით უკეთ ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ვიდრე რეფინანსირების სესხების განაკვეთები.

“საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR ინდექსზე) მიბმის საკითხი არ არის სიახლე - შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და 2023 წლის განმავლობაში ეს პროცესი ეტაპობრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თანმიმდევრულად მიმდინარეობს.

დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტია უკვე ასეთი პორტფელი. პარალელურად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც გაიცემოდა“, - განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.

გიორგი ლალიაშვილის განმარტებით, TIBR ინდექსი უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და ამ ინდექსზე სესხების მიბმას არ ექნება გავლენა მსესხებელზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TIBR ინდექსზე გადასვლის პროცესს არ ექნება გავლენა მსესხებლებზე. მათ არ გაუძვირდებათ სესხები და არც რაიმე სახით გაუუარესდებათ პირობები. პირიქით, TIBR არის უკეთესი ინდექსი, რომელიც უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებში ყველანაირად გამართლებულია“, - აღნიშნა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა.

გიორგი ლალიაშვილის განცხადებით, მსესხებლებმა, ვისაც ჰქონია შეხება ევროს ან დოლარის სესხებთან, იციან, რომ ასეთი ტიპის სესხები მიბმული იყო LIBOR-ის განაკვეთზე, რომელიც არის კიდეც საბაზრო განაკვეთი და დოლარის ან ევროს სესხები არ ყოფილა მიბმული ევროპის ან ამერიკის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებზე.

მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს LIBOR-ის ჩანაცვლების პროცესი უფრო საიმედო, თანამედროვე და გამჭვირვალე ინდექსებით.

„სწორედ ეს პროცესი წარიმართა საქართველოშიც, სადაც ჩვენ მსოფლიო მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით შემოვიღეთ TIBR ინდექსი, რომელიც არის უფრო გამჭვირვალე, საიმედო ინდექსი. იგი უკეთესად ასახავს ბაზარზე არსებულ სიტუაციას და მისი გამოყენება სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტებში, მათ შორის საბანკო სესხებში არის უკეთესი პრაქტიკა“, - აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.

არსებული მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%,TIBR-ის განაკვეთიც შეადგენს ასევე 9.5%-ს, ერთთვიანი TIBR-ი 9.54%-ია, 3-თვიანი TIBR-ი 9.94%-ია, 6-თვიანი TIBR-ი კი 10.24%-ია. როგორც წესი TIBR-ის ერთთვიანი განაკვეთი რამდენიმე მეასედი პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთზე.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა