Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight
Ukraine war update: 88 combat clashes on front lines in past 24 hours
SBU's special forces hit 25 enemy tanks in two weeks
Japan joins coalition to return Ukrainian children
Umerov thanked Denmark for its support in defense sector
President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror

რაზე ისაუბრეს შამბამ და ყოლბაიამ?

12.04.2023 | 10:36 ნახვები: 2311

სერგეი შამბას და ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ-საუბარი გახდა მწვავე საზოგადოებრივი დისკუსიის თემა როგორც საქართველოში, ასევე აფხაზეთში. ორივე მხარეზე ჭარბობს აღშფოთება, თუმცა, მიზეზები განსხვავებულია.

აფხაზური ოპოზიცია ტრადიციულად ძალიან ნერვიულად აღიქვამს ნებისმიერ, მით უმეტეს, საჯარო კონტაქტს მტერთან, და ეს მოკლე, 20 -წუთიანი, არაფრის მიმცემი დიალოგი სწორედ ამ კუთხით განიხილებოდა.

ქართველების აღშფოთება, როგორც ყოველთვის, უკუღმართი აღმოჩნდა - ოპოზიციამ შამბა-ყოლბაიას დიალოგი ჩათვალა რუსეთის მხრიდან მორიგ ნაბიჯად ქოცების გასაძლიერებლად და მათი მხრიდან პრორუსული პოლიტიკის გასააქტიურებლად. ამიტომაც, დებატების მთავარი საგანი იყო - იცოდა თუ არა ამის შესახებ ხელისუფლებამ?

როგორც ყოველთვის არსი არავის აინტერესებს - პირველ რიგში იმიტომ, რომ ოპოზიციაშიც კი „აფხაზ დებთან და ძმებთან“ დიალოგის იდეა პოპულარული და უალტერნატივოა. ცუდია, როდესაც მოლაპარაკებებში ჩართულია ქოცობა, თორემ თავისთავად მოლაპარაკებებზე უკეთესი რა უნდა იყოს?

საქართველოში არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ შამბას და ყოლბაიას შორის დიალოგში მიუღებელი სწორედაც მისი შინაარსი იყო. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ სავარაუდოდ, ეს ინიციატივა არ მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან. მხოლოდ ის, ვინც საერთოდ ვერ ერკვევა აფხაზურ პოლიტიკაში, დაიჯერებს, რომ ეს დიალოგი მოსკოვის წამოწყებულია.

სინამდვილეში თბილისთან შესაძლო კონტაქტი - მთლიანად აფხაზური მხარის ინიციატივა იქნებოდა. სოხუმს ბოლო დროს სერიოზულად აშინებს რუსეთი, რომელიც ნელა-ნელა აძლიერებს ზეწოლას აფხაზებზე სხვადასხვა მიმართულებით - ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, დაფინანსების მკვეთრი შემცირება, სულ უფრო ძლიერი პრესინგი უძრავი ქონების და მიწის საკითხებში.. აფხაზებს ამის ეშინიათ და ამიტომაც ისინი ცდილობენ ქართულ მხარესთან კონტაქტების დამყარებას.

ოღონდ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენთვის სასიხარულო ამაში არაფერია - ქართველები ვერ იაზრებენ, რომ აფხაზები საუბრობენ სულ სხვა მოლაპარაკებაზე, იმაზე არა, რომელზეც ჩვენ. შამბა-ყოლბაიას დიალოგში ეს საერთოდ არ ჩანს - შამბა საუბრობს დიალოგზე, „კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე“, ყოლბაია კი ამას თითქოს არ იმჩნევს, და საუბრობს ზოგად, აბსტრაქტულ მოლაპარაკებებზე.

ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ აი, ვახტანგ ყოლბაიამ კი უნდა იცოდეს - აფხაზების მხრიდან ნებისმიერი დიალოგის დაწყების ამოსავალი წერტილია თბილისის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

მთავარი აფხაზური თეზისი ქართველებთან ურთიერთობაში - „ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ყოფნა. ჩვენ გვინდა მოვცილდეთ რუსეთზე დამოკიდებულებას, და ამისთვის გვჭირდება თქვენი მხრიდან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება“. ანუ, „ჩვენ, აფხაზებს რუსებისგან განთავისუფლება გვინდა, მაგრამ არც თქვენთან ერთად ყოფნა გვაწყობს. აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, საპასუხოდ კი რა? მადლობას მოგიხდით, აბა მეტი რა გინდათ?“.

მესმის, რომ არ იცის ღარიბაშვილმა ან ბიძინამ, რომლებსაც ცოცხალი აფხაზი არ უნახავთ, მაგრამ აფხაზეთში დაბადებულმა-გაზრდილმა ყოლბაიამ - წესით უნდა იცოდეს.

და კიდევ ერთი სრულიად ამაზრზენი მომენტი ამ დიალოგიდან - ომის დაწყების მიზეზი. შამბა ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს თბილისსა და სოხუმს შორის ომის მიზეზი იყო რაღაც „პრობლემები“, რომელთა გადაწყვეტაც აფხაზებს გულწრფელად სურდათ, მაგრამ ქართული მხარის სიჯიუტის გამო ეს ვერ მოხერხდა.

ყოლბაია არც კი ცდილობს ამ თეზისის უარყოფას, თითქოს არ იცის, რომ აფხაზეთში ომის დაწყებას ერთად-ერთი მიზეზი ჰქონდა - აფხაზები მიიჩნევდნენ ქართველებს ჩამოსახლებულებად და მათთვის დიდი ტრაგედია იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით ამ მიწაზე 44%. ისინი კი - 17%.

აფხაზები ამას არ იმჩნევენ, გასაგებია რატომაც - რომ აღიარონ - ეს ხომ ნიშნავს, რომ ომის მთავარი მიზანი იყო ეთნიკური წმენდა და ქართველების განდევნა ამ მიწიდან. აფხაზები ცდილობენ ამის მიჩქმალვას, და გასაგებია რატომაც.

გაუგებარია, რატომ ეხმარება მათ ამაში ქართული მხარე, რომელსაც 30 წლის მანძილზე არც ერთი სიტყვით არ უხსენებია - არანაირი „შეცდომები“, რომლებიც ქართულ მხარეს რა თქმა უნდა ჰქონდა.

აფხაზებმა ეს ომი ქართველების გასაძევებლად წამოიწყეს. დანარჩენი - მეორეხარისხოვანია და ამას გაუგებარი მიზეზების გამო არ იმჩნევს ქართული მხარე.

ავტორი: თენგიზ აბლოთია 

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა