არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ
"პრემიერ კობახიძეს გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე" - აშშ-ის სახდეპის მრჩეველი
"მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს" - ჯაბა კანკავა
მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით - ისინი აჩვენებენ ურყევ სიმამაცესა და ერთგულებას თავისუფლების მიმართ - სანდუ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა
11 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება
"აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო"- სახელმწიფო სსიპ-ის თანამშრომელს აქციებში მონაწილეობისთვის უსაყვედურეს და მან სამსახური დატოვა

რატომ შეცდა ისრაელი?

10.16.2023 | 22:43 ნახვები: 2192

სადღეისოდ არ არსებობს უფრო აქტუალური კითხვა ვიდრე ეს - რა დაემართა ისრაელს? როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძალოვანი აპარატის თვალწინ, ნახევრად მაიმუნთა არც თუ დიდმა ჯოგმა, მოახერხა საზღვრის გარღვევა და 2 დღის მანძილზე ათობით ებრაელური დასახლებული პუნქტის დატერორება?

პირველ რიგში ყველა ეძებს მაღალფარდოვან პოლიტიკურ ახნას - მით უმეტეს ქართველები, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩახლართული შეთქმულებების თეორიები.

პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ ისრაელში ბოლო თვეების მანძილზე გამეფებულ უმწვავეს პოლიტიკურ პოლარიზაციას - ებრაელები ძალიან სერიოზულად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სასამართლო რეფორმის გამო, რომელმაც გამოიწვია არნახული ვნებათაღელვა.

ბევრს ასევე საუბრობენ საერთაშორისო ფაქტორებზე - ირანზე, ამერიკაზე. მაღალ გეოპოლიტიკაზე, იმაზე თუ ვინ ვის უკან დგას, და ვინ ვის ინტერესებს ემსახურება.

ხშირად საქმე ექსტრემალურ ფანტაზიებამდეც მიდის - თითქოს ჰამასის შემოტევა თავად ებრაელების პროვოცირებულია  - მათ გაწირეს ასობით საკუთარი მოქალაქე, სამაგიეროდ მიიღეს ღაზას სექტორის ტოტალური განადგურებისთვის იდეალური საბაბი. და ამას აბრალებენ ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ცვლის 1000 პალესტინელ ტყვეს 1 ებრაელზე, იმდენად უფრთხილდება თითოეულ თავის მოქალაქეს.

სინამდვილეში, ყველა ეს ფაქტორი, არსებულიც და გამოგონილიც, მეორეხარისხოვანია. მომხდარის მთავარი მიზეზები შორსაა როგორც ისრაელის შიდა პოლიტიკის, ასევე საერთაშორისო გეოპოლიტიკისგან.

მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოუვიდათ ებრაელებს ასეთი მძიმე მარცხი, არის მარტივი და ადამიანური - ისინი მოდუნდენ.

სულ ესაა.

ქვეყანაში გაიზარდა თაობები, რომლებსაც არ უნახავთ რას ნიშნავს დიდი ომი, რომელიც ბოლოს 1973 წელს იყო. ხშირად ამბობენ, რომ ისრაელი ცხოვრობს მუდმივი ომის პირობები, მაგრამ ის, რაც მუდმივია, ხშირად ჩვეულიც ხდება. ებრაელების ცნობიერებაში მოხდა ომის რუტინიზაცია.

დიახ, სულ ომია, სადღაც იქ, შედარებით შორის, პალესტინის, ლიბანის, და სირიის საზღვრებთან. ზოგჯერ ისრაელის მიმართულებით 4-5 რაკეტას გაუშვებენ, თანაც ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო იშვიათად. ომის მასშტაბირება - თითქმის გამორიცხულია, ხოლო ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციები მიმდინარეობდა შეზღუდული ძალებით პალესტინის და ლიბანის ტერიტორიებზე. გრძელდებოდა 2-3 კვირა, არ ისახავდა მასშტაბურ მიზნებს და მალე სრულდებოდა.

დიდი ომის შესაძლებლობამ ებრაელების შეგნებაში სადღაც შორს, მივარდნილ კუთხეში გადაიწია. რა დროს დიდი ომია, 21-ე საუკუნეა გარეთ, თანაც ღაზელი არაბები მუშაობენ ისრაელში და ამით მდიდრდებიან მათი ოჯახებიც და ღაზა მთლიანობაში.

ებრაელებმა სიფრთხილე დაკარგეს, მათი ცხოვრების წესი თითქმის მიუახლოვდა ევროპულს. მათი დაპირისპირება სასამართლო რეფორმის ირგვლივაც ხომ სწორედ ამ რეალობის ამსახველია. ევროპელები ხომ სწორედ ასე ცხოვრობენ - კამათობენ პოლიტიკაზე, აწყობენ ქუჩებში მრავალათასიან საპროტესტო აქციებს, ეჩხუბებიან პოლიციას.

ასეთია თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრების წესი.

და სწორედ იმ მომენტში, როდესაც ებრაელებმა ირწმუნეს, რომ დიდი ომის საფრთხემ ჩაიარა და მათ სახელმწიფოს დიდი არაფერი არ ემუქრებოდა - სწორედ მაშინ მტერმა მიაყენა უძლიერესი დარტყმა.

მოდუნება და  ამპარტავნება  - ცუდი მრჩევლები არიან. ისრაელი თვითკმაყოფილების გრძნობამაც მოიცვა - ძნელია არ აგივარდეს თავში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შენზე ლაპარაკობს, როგორც სამხედრო და სახელმწიფოებრივი შენების იდეალურ მაგალითზე.

ამპარტავანი ადამიანი არ ითვალისწინებს სხვის შეცდომებს. დარწმუნებულია თავის დაუმარცხებლობაში, და არ არის მუდმივი წინსვლის და განახლების ძიებაში.

ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ისედაც კარგადაა, რატომ უნდა შეიწუხოს თავი ზედმეტი ფიქრით?

ისრაელმა მიიღო უმძიმესი დარტყმა, იმის გაკვეთილი, რომ ერთხელ მიღწეული გამარჯვება არასდროს არაა მუდმივი - გუშინდელი სუსტი მტერი დღეს შეიძლება ძლიერი აღმოჩნდეს.

გამარჯვებას მუდმივი მოფრთხილება სჭირდება, ქვეყანას კი - ახალ რეალობასთან მუდმივი ადაპტირება.

დარწმუნებული ვარ, ბრძენი (ოღონდ მართლა ბრძენი) ებრაელი ხალხი ამ ტრაგედიიდან შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა