შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე
აშშ-ის საელჩო - ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას
ამინდი 3 მაისს
არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ

თენგიზ აბლოთია: საქართველო, ესპანეთი და параша

10.05.2023 | 15:05 ნახვები: 1719

სულ ახლახანს, თბილისში, დინამო-არენაზე ესპანეთის ნაკრებმა დამანგრეველი ანგარიშით 7-1 დაამარცხა ჩვენი გუნდი.

დაამარცხა მარტივად, განსაკუთრებული ძალისხმევის და დიდი ენერგიის დახარჯვის გარეშე, კარგად რომ მოენდომებინა - 10-0-საც მოიგებდა. იმ 1 კინკილა გოლსაც კი არ გაატანინებდა ქართველ კაი ბიჭებს - ის 1-იც გაეპარათ, მოდუნდნენ...

მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო - და საუბარი არაა მხოლოდ ფეხბურთზე.

ევროპამ აჩვენა საქართველოს სადაა მისი ადგილი მსოფლიო რუკაზე. გათავხედებულ მათხოვრებს ნათლად და გასაგებად უჩვენეს ვინ არიან ისინი - გათავხედებული მათხოვრები.

ბოლო თვეებში მინიმუმ და არსობრივად ბოლო წლებში, საქართველოში ქოც-პროპაგანდის წყალობით, შეიქმნა ისეთი წარმოდგენა, თითქოს ჩვენ საერთოდ არანაირი ევროპა არ გვჭირდება და თუ ევროპელებს უნდათ ჩვენი მათთან ყოფნა - აქეთ გვეხვეწონ.

ერი, რომლის მესამედიც ან ხელგაშვერილი დარბის ევროპაში, ან ევროპიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს, დიდი სიამოვნებით უსმენს მსხვილფეხა რქოსან გარეწრებს, ისეთებს, როგორც ღარიბაშვილი, კობახიძე, მდინარაძე, ვოლსკი, ასევე ნაძირალების მეორე ეშელონს - შათირიშვილს, შალვა რამიშვილს, ახალგამოჩენილ „კონსერვატორს“ ვატო შაქარაშვილს და სიამოვნებით იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც სურს.

ვინ არიან ევროპელები ჩვენთან შედარებით? გაპიდარასტდნენ და არაფერი არ შეუძლიათ!!! საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა უფრო მომგებიანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის, ჰო და მოვიდა დრო ჩვენც წაუყენოთ ჩვენი პირობები.

და საერთოდ, თუ უნდათ, რომ ჩვენ შევიდეთ ევროკავშირში, თვითონ მოვიდნენ და გვთხოვონ კარგად, იქნებ დავდოთ პატივი და შევიდეთ.

საქართველო კარგა ხანია დაემსგავსა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, რომელშიც ძალაუფლება ხელში სრულიად შეშლილმა მილიარდერმა ჩაიგდო და ის მართავს მას თავისი ავადმყოფური და უკუღმართი შეხედულებებისამებრ.

ბუნების კანონზომიერება ამით არ იცვლება - თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ბუნების კანონები თქვენს საგიჟეთში, თუმცა, გარე სამყაროსთან შეხებისას მათ ვერსად გაექცევით.

როგორც კი გამოხვალთ თქვენი სუვერენული პალატიდან გარეთ - აუცილებლად მოგხვდებათ ცხვირში.

ესპანეთთან დრამატული დამარცხება აჩვენებს მამაპაპურ ქართველებს სადაა მათი რეალური ადგილი. ვიცი, რომ მათ შორის უმრავლესობამ რუსული ან არ იცის, ან იცის ძალიან ცუდად, ხოლო რუსულ კულტურას საერთოდ არ იცნობს. მაგრამ რადგანაც რუსეთზე მაინც გიჟდებიან და ქურდებს ეთაყვანებიან, მაინც შევახსენებ - 60-ან წლებში სსრკ-ში გადაიღეს მშვენიერი კომედია Джентльмены удачи და იქ იყო ერთი ეპიზოდი - ფილმის მთავარი გმირი მოხვდა ციხეში, სადაც მას მიუჩინეს ადგილი - Твое место возле параши!!!

შეგახსენებთ ქურდული გაგების მოყვარულებს, რომ „პარაშა“ - ციხის ტუალეტია.

ზუსტად ეს გააკეთა ამას წინათ ესპანეთმა. ოღონდ ლამაზად, კულტურულად, როგორც ევროპელს ეკადრება ველურ პაპუასებთან ურთიერთობაში.

გაჩვენათ - თქვენ ხართ არარაობა, ცარიელი ადგილი, მთელი თქვენი ზღაპრებით ძველ ისტორიაზე.

თქვენ ხართ ჩამორჩენილი ველურები ჩვენს დიად ცივილიზაციასთან შედარებით, ესპანეთის პატარა პროვინციულ ქალაქში მეტია კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ვიდრე მთელს თქვენს უბადრუკ ქვეყანაში.

რომ მოვინდომოთ - ისე წაგშლით მსოფლიო რუკიდან, რომ თქვენი უაზრო არსებობაც კი არავის გაახსენდება. არ ვაკეთებთ ამას იმიტომ, რომ ჰუმანისტები ვართ, გვეცოდებით თქვენ საწყლები...თქვენ ეს სისუსტედ მიგაჩნიათ, გათავხედდით, და თავზეც შეგვაჯექით თქვენი ბიძინებით და ირაკლებით...

რაო-რაო? „ჭკუას ნუ გვასწავლისო ევროპა“? ჭკუის სწავლება როგორ უნდა - აგერ ესპანეთის ნაკრებმა გაჩვენათ, მშვიდად, აუღელვებლად.

ქართველმა ერმა, თუ მას სურს ბოლოს და ბოლოს რამეს მიაღწიოს, უნდა გააკეთოს ორი მარტივი რამ.

პირველი - მიხვდეს, აღიაროს, და გაითავისოს ის, რაც ნათელი იყო ჯერ კიდევ 1989 წლიდან, მაგრამ რაზეც ტრადიციულ გრუზინთა უმრავლესობა ჯიუტად ხუჭავს თავს - საქართველო არის არარაობა, ნული, ნულზე ნაკლები, მინუსებში გადასული, გაყალბებული ისტორიით და მახინჯი დღევანდელობით.

საკუთარი დედის მგინებელი დეგრადირებული ბიომასა, რომელიც თუ გაქრა  - ვერავინ შეამჩნევს, ერთი რუსებს დააკლდებათ აგვისტოში ბათუმი, ისიც 1 წლით, მერე რაღაცით ჩაანაცვლებენ და ისინიც დაივიწყებენ.

დაავადებული ერი.

მეორე გასაკეთებელი - უნდა მოინდომოს განკურნვა, უნდა მიხვდეს - თუ რაღაცა არ იცი შენით - ჰკითხო იმას, ვინც იცის - სირცხვილი არაა. ჩვენი მოკავშირეა დიადი ცივილიზაცია, რომელიც მალე მარსზე დაჯდება, ერისთვის, რომელიც ერთ ტაზიკს და ვედროს ვერ აწარმოებს - ზედმეტი არ იქნება სხვისი მოსმენა და რეკომენდაციების შესრულება.

და რაც მთავარია - ჩინეთის და სამხრეთ კორეის აღზევების რეცეპტი - საყოველთაო დაუღალავი და მაღალეფექტური შრომა, როგორც ეროვნული იდეოლოგია.

„ჩვენ უნდა დავეწიოთ დასავლეთს“ - დაისახეს მიზნად თავის დროზე კორეელებმა და ჩინელებმა. მათ არ ჰქონდათ არც ბუნებრივი რესურსები, და არც ტექნოლოგიური განვითარების 200-წლიანი ტრადიცია, მათ ამას ყველაფერს დაუპირისპირეს სწორედ მიზანდასახულობა და საყოველთაო, ფანატიკური შრომა.

შედეგი ყველა კარგად ვიცით.

ამის იქეთ არანაირი სხვა გზა არ არსებობს, თუ მას არ ავირჩევთ - 15 წელიწადში ესპანეთის ნაკრები მოგვიგებს 10-0-ს. ასე გამოიყურება დეგრადაცია.

თქვენი ადგილი მუდამ იქნება „параша»-სთან.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა