პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
დავით კირკიტაძე „ოცნებას“ - ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო გუშინდელი ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ
თაკო ჩარკვიანი - ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე
გახდი ქვეყნის გამორჩეული მეცნიერი - დარეგისტრირდი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოებაზე
ZEG - ამბის თხრობის ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა იწყება
„პროფესიები მომავალში“ - თიბისის შეხვედრების ახალი სერია
თამარ კორძაია „ქართულ ოცნებას“ - თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და ამას აკეთებთ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული
ანა ნაცვლიშვილი - ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

04.23.2023 | 18:48 ნახვები: 3079

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ და ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ) იასპარეზეს.

ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა – მან 210, 217 და 222 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა, რითიც მეოთხე ადგილზე გავიდა.

ლაშამ აკვრაში 246 და 252 კგ დააფიქსირა და ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო თურმანიძე 210 და 216 კგ-ს გაუმკლავდა და მეხუთეზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თურმანიძემ 392 კგ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატზე ასევე წარმატებით იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა, ანასტასია გოტფრიდმა. მის ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია. მთლიანობაში კი საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრი 17 მედლით დაასრულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა