კონგრესმენი სტივ კოენი - რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა
ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ
Enemy intensifies propaganda campaign around issue of Ukraine elections - watchdog
Ukraine realizes war to end with talks – NSDC secretary
Military aid to Ukraine from "Ramstein" members reaches $95B - Austin
Russians intensify campaign to discredit mobilisation in Ukraine - CCD
გიგა ბოკერია - თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი

თაკო ჩარკვიანი - ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე

04.30.2024 | 16:58 ნახვები: 246

გუშინ, ტრიბუნასთან იდგა პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი - ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მას არასდროს დაუმალავს, რომ 2012 წელს მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდა, რადგანაც ცვლილებას ემხრობოდა.

„ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემხრობოდი შეცვლას. გუშინ, რაც მოვისმინეთ ივანიშვილის სიტყვა, ეს ინფორმაცია მივიღე იმ წლებში და მხოლოდ ამან განაპირობა ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა. რაც გუშინ მოვისმინე, რუსული „სფიჩი“, მის გამო წავედი ოპოზიციაში. გუშინ პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი ტრიბუნასთან, რუსი ივანიშვილი! ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე. მე შენგან სხვა სიტყვები მაქვს მოსმენილი გორში, 2012 წელს, პირადი საუბრის დროს. ყველაფერი მომატყუე და ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო. აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა