კათალიკოს ბარსეღ ანელი და სალადინის დაზვერვა
SAPO, NABU decline to comment on investigative actions against National Guard officials
Top diplomats from Weimar+, U.S., Türkiye to discuss organizing Ukraine-Russia peace talks in Istanbul
Zelensky holds call with Pope Leo XIV, thanks him for supporting Ukraine
UK Foreign Secretary: Putin must ‘get serious’ about peace talks
Kremlin set to intensify efforts to sabotage peace talks – CCD
Trump urges immediate Ukraine-Russia peace talks
კაია კალასი - უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთმა უბრალოდ ითამაშა, ვფიქრობ, ისინი ახლაც თამაშობენ

მიხეილ სარჯველაძე - ვიოლა ფონ კრამონი ბოლო ხანებში ძალიან გამოირჩევა ოპოზიციის გულშემატკივრობით, გვახსოვს, მარტის აქციას გამოეხმაურა, ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო

02.04.2023 ნახვები: 440

ბოლო ხანებში რაღაც ძალიან გამოირჩევა ეს პიროვნება ოპოზიციის გულშემატკივრობით, გვახსოვს, მარტში, როდესაც აქცია დაიწყო, გამოეხმაურა, ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო. თითქოს სასურველი რაღაც დაინახა, თორემ არავითარი პარალელის გავლების შესაძლებლობა არ ჰქონდა ობიექტურად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ვიოლ ფონ კრამონი საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება და არა ზოგადად პოლიტიკურ წრეებს.

„ის ჩამობრძანდა და მივიდა სრულიად გაუგებარ აქციაზე. გაუგებარს ვგულისხმობ შინაარსით, თორემ ყველას უფლება არის, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ იქ გაკეთებული განცხადებები ცოტა უცნაურად გამოიყურება. თუ ვინმე ეგულება სხვა, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და შესაბამისად მიაწვდის ინფორმაციას სამართალდამცველებს, ვფიქრობ, აქაც არ იქნება გაუმართლებელი რეაგირება, მაგრამ ის, ვინც იდენტიფიცირებულია და ვისზეც ოპოზიცია ამბობდა, სუსისგან მართული ადამიანები იყვნენო, აღმოჩნდა, რომ მათგან მართული ადამიანები იყვნენ. ესეთ უცნაურობებში გაეხვა ძალაუნებურად ჩვენი ოპოზიცია და რაღაც საკუთარი სურვილით ეხვევა ამ უცნაურობებში მაგალითად ქალბატონი ვიოლო ფონ კრამონი. ნამდვილად უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მე პირადად არანაირი შეხვედრა არ მაქვს მასთან დაგეგმილი. დღის წესრიგიც ალბათ შედგა მისი სიმპატიების მიხედვით საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიმართ. ხვდება ოპოზიციას პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან და არა ზოგადად პოლიტიკურ წრეებს, ეს მისი არჩევანი და უფლებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა