თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

დავით კირკიტაძე - პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები გარკვეულწილად იმსახურებს ყურადღებას და ფრთხილ ოპტიმიზმს

03.31.2023 | 12:01 ნახვები: 270

საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, 32 წლის წინ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე დაადასტურა სურვილი ქვეყნის დამოუკიდებლობის თაობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წარდგება.  როგორც კირკიტაძე ამბობს, ისურვებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოზიტიური როლი ითამაშოს ევროპულ გზაზე.

„დღეს ასევე არის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დღეს პარლამენტში მობრძანდება. თავის დროზე შეცდომა დაუშვა და არასწორად შეაფასა ის მოვლენები, რაც ზვიად გამსახურდიას თავს ხდებოდა. ვისურვებდი, იგივე შეცდომა მეორედ არ გაიმეოროს. მას ხელეწიფება, თავს აგვარიდოს დიდი სირცხვილი, დიდი ცოდვა და სახელმწიფოებრივი ტრაგედია, რაც პირველი პრეზიდენტის თავს მოხდა და რასაც დღეს ვუყურებთ. მას შეუძლია, ეს გამოასწოროს. ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტმა ითამაშოს პოზიტიური როლი ევროპულ გზაზე და აღარ დაუშვას ის ლაფსუსი, რაც უკვე გითხარით“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძემ კითხვის საპასუხოდ განმარტა, რატომ შეიცვალა პოზიცია და წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დაესწრება.

„პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები – სამწუხაროდ, მხოლოდ განცხადებები და არა ქმედებები – გარკვეულწილად იმსახურებს ყურადღებას და ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ მას ნამდვილად სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და მას ამ გზაზე საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა