ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

საქსტატი - 2022 წელს ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი 3.3 პროცენტით შემცირდა, ვიზიტისას გაწეული თვიური ხარჯები კი გაიზარდა

03.16.2023 | 11:37 ნახვები: 341

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 641.0 ათასით განისაზღვრა, რაც ასევე 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2022 წელს ვიზიტორების 36.8 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.9 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.5 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 13.1 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ვიზიტების უმრავლესობა – 50.8 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში, ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 248.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9 პროცენტით და 182.4 ლარს უტოლდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა