"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ადვოკატი - ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

02.08.2023 | 20:22 ნახვები: 319

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.

იოსებ ჯანაშიას თქმით, ესებუა ბანკში საერთოდ არ იმყოფებოდა.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება, თუ სად იყო ამ წლების განმავლობაში, მისი ზოგადი პასუხი იყო, რომ გრძნობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხეს და შესაბამისად, თავს არიდებდა გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებთან გამოცხადებას“, – განაცხადა ბადრი ესებუას ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. პირველი არხის ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა