Russia forming offensive grouping toward Kharkiv but capturing city seen impossible - ISW
No Russian warships on combat duty off Crimea coast
Russian army has already lost 475,300 invaders in Ukraine
NATO will directly intervene in war if Russia crosses one of two red lines - La Repubblica
In frontline, 125 combat engagements took place yesterday
ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
ამინდი 6 მაისს

რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია

04.26.2024 | 09:46 ნახვები: 233

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს - რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა სიკორსკის ჰკითხა, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები.

”დიახ, აქვს. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის ხუთ წუთში შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით და სიტყვებით : „უკრაინიდან ჯარები გაგვყავს“.

„სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს დიდი განსხვავებაა“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა