პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported
Russian army loses 1,124 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 94 combat clashes on front lines in past day

2022 წლის პოლიტიკური და ეკონომიკური შუქ-ჩრდილები

12.31.2022 | 08:17 ნახვები: 396

2022 წელი გამორჩეულად ცუდი წელიწადი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის ათწლიან პერიოდში.

თუ 2020-2021 წელი ყველაზე მძიმე იყო ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, როცა კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია და 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2022 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით გამოდგა ყველაზე მძიმე.

პირველად დადგა სერიოზულ ეჭქვეშ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. რუსეთის უკრაინაში აგრესიამ გაამძაფრა და ბოლომდე გააშიშვლა “ქართული ოცნების” პოლიტიკური სახე და მიზნები-ნებისმიერი გზით ძალაუფლების შენარჩუნება, თუნდაც ქვეყნის მომავალი განვითარების საზიანოდ.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველომ თავისი ევროპული ორიენტაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა და მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, ეს უკრაინის ომის გამოძახილი იყო და შეიძლება ითქვას, იძულებითი ნაბიჯიც კი.

უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით, მართალია ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარი გვითხრა, მაგრამ კარები ღიად დატოვა და არც თუ ისე მძიმე შესასრულებელი 12 რეკომენდაცია შემოგვთავაზა.

სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულებაზე ფაქტობრივად უარის თქმით აჩვენა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ნამდვილი ბუნება. მეორე ნათელი ტესტი უკრაინისადმი კონფრონტაციულ და არასოლიდარული დამოკიდებულებაში გამოვლინდა.

ეკონომიკაში გაორებული პროცესები წარიმართა-ერთის მხრივ ზედიზედ მეორე წელიწადია აღინიშნება ორნიშნა ინფლაცია, 2022 წელს მოხდა ქვეყნიდან სარეკორდო რაოდენობის ადამიანების ემიგრაცია, მეორეს მხრივ დაფიქსირდა 10 პროცენტიანი წლიური ეკონომიკური ზრდა და პირველად ბოლო წლების განმავლობაში ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება, უფრო მეტიც-მისი მკვეთრი გამყარება.

 რუსეთის უკრაინაში აგრესიამ და რუსეთისადმი უმძიმესი სანქციების დაწესებამ პარადოქსულად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე, როგორც რუსეთთან უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყანაზე.

2022 წელს გაიზარდა ექსპორტი, ინვესტიციები, დაიწყო ტურიზმმა აღდგენა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არნახული ოდენობით იმატა რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა. ეს გამოწვეული იყო სანქციების თავიდან აცილების მიზნით რუსეთიდან კაპიტალის გაქცევითა და ამ ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი ემიგრაციით, პირველ რიგში იმ ქვეყნებში, რომელთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი ჰქონდა.

თუ 2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში საშუალოდ თვეში 24 მილიონი აშშ დოლარი ირიცხებოდა სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, აპრილში 133 მილიონი დოლარი, ხოლო მაისში სულაც 314 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მომდევნო პერიოდშიც საშუალოდ თვეში დაახლოებით 150 მილიონი დოლარი შემოდიოდა.

მხოლოდ 9 თვეში რუსეთიდან იმაზე მეტი ფული გადმოირიცხა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. აპრილ-სექტემბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ხუთჯერ არის გაზრდილი.

დიდძალი ფული შემოჰქონდათ რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცეულ ადამიანებს ჯიბითაც.

ბოლო, ოქტომბრის წლის მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებლად დარჩა რუსეთის 112 ათასი მოქალაქე.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების ამ მასშტაბით ზრდა უნდა განვიხილოთ როგორც ერთჯერადი ფაქტორი, თუმცა ძალიან ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების სამომავლო ბედის შესახებ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლება ამკაცრებს მათ მიმათ დამოკიდებულებას, განიხილავს რა დეზერტირებად და ქვეყნის მოღალატეებად.

პოზიტიურ მოვლენად შეიძლება განვიხილოთ ინფორმაცია ევროპაში საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ. მის განხორციელებას, მოვლენათა დადებითად განვითარების შემთხვევაში, დაახლოებით 5-10 წელი დასჭირდება. აქ საუბარია არა მხოლოდ შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გატარებაზე, არამედ საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის წარმოებაზე, რომლის მთავარ წყაროდ აზერბაიჯანი მოიაზრება. რა თქმა უნდა, ამ პროექტს აქვს მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხითაც. საქართველო ხდება ენერგოტესურსების ტრანზიტის მნიშვნელოვანი ქვეყანა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ცენტრალური აზიიდან ნავთობის გადაზიდვის საქმეში იზრდება როგორც ჩვენს ქვეყანაზე გამავალი მილსადენების, ასევე შავი ზღვის პორტების როლი. მატულობს გაზის მიწოდებაც აზერბაიჯანიდან თურქეთში და იქიდან ევროპაში საქართველოს გავლით.

უფრო საგრძნობი გახდება ტვირთების გადაზიდვა აზიიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით. ამას უკვე ემატება შავი ზღვის კაბელის მეშვეობით ევროპასთან ერთიანი ენერგოსისტემის შექმნა.

რეგიონს დიდი რესურსები აქვს მწვანე ენერგეტიკის განვითარებისათვის. საქართველო ამ მხრივ ყველაზე მიმზიდველია ინვესტორებისათვის, დიდძალი აუთვისებელი წყლის რესურსების ქონის გამო. ამიტომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს არა მხოლოდ აზერბაიჯანში გამომუშავებული ელექტროენერგიის გამტარი, არამედ მისი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა. უკრაინის ომმა და ევროპაში ენერგოკრიზისმა სულ სხვა დონის მნიშვნელობა მიანიჭა ამ საკითხს.

რას უნდა ველოდოთ მომავალი 2023 წელს ეკონომიკაში? ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მდგომარეობაზე. ლენინი რა მოსატანია, როცა სტალინთან ერთად მის მიერ შექმნილი ბოროტების იმპერიის ნამსხვრევები დღემდე თესავს ბოროტებას მსოფლიოში, მაგრამ სწორად ამბობდა, რომ პოლიტიკა არის ეკონომიკის კონცენტრირებული გამოხატულება. რომ შევაბრუნოთ, რაღაც ფორმით, არც ის იქნება მთლად არასწორი. ჩვენს რეალობაში, ეკონომიკა მოვლენების პოლიტიკურ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ავტორი: რომან გოცირიძე

სპეციალურად გამოცემისთვის NATION.GE (ნეიშენ ჯორჯია)

ყველას ნახვა
ყველას ნახვა