"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ვოლოდიმირ ზელენსკი ენერგოკრიზისის ფონზე, კიევის ხელისუფლებას უხარისხო მუშაობაში ადანაშაულებს - პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს ანგარიშებში

11.26.2022 | 11:43 ნახვები: 290

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე, უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, კიევში ბევრი საჩივარია ე.წ. უძლეველობის პუნქტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში გათბობა, მობილური ტელეფონების დატენა და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მერიისგან ხარისხიან მუშაობას ელოდება.

„მთელ ქვეყანაში გახსნილია „უძლეველობის პუნქტები“, თუმცა ვიცი, რომ სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხარისხიანად ყველა ქალაქში არ უმუშავია. კერძოდ, ბევრი საჩივარია კიევში. ფაქტობრივად, ნორმალურად უზრუნველყოფილია მხოლოდ პუნქტები, რომლებიც გახსნილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბაზარზე და დედაქალაქის სადგურში. სხვა პუნქტებზე კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, კიდევ მუშაობაა საჭირო. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება. კიეველებს უფრო მეტი დაცვა სჭირდებათ. მრავალი კიეველი დენის გარეშე 20-ზე ან 30-ზე მეტი საათის გარეშე იმყოფება. მერიისგან ხარისხიან მუშაობას ველოდები. კიევში ე.წ. უძლეველობის პუნქტებთან დაკავშირებულ პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს სხვადასხვა დონის ანგარიშებში. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის მონაცემებით, ამჟამად, მთელ ქვეყანაში ოთხი ათასზე მეტი „უძლეველობის პუნქტი“ მუშაობს.

„ეს არის ყოველი ადგილობრივი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომ მათთან რეალურად მუშაობდეს ყველაფერი, რაც უნდა იყოს ხალხისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ რომ პირველ ნოემბერს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში მოქალაქეებისთვის გასათბობად ათასამდე პუნქტი ამოქმედდებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა