"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ხათუნა სამნიძე - ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება სახალხო დამცველობის კანდიდატებზე

11.25.2022 | 22:38 ნახვები: 230

შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს სახალხო დამცველობის კონკრეტულ კანდიდატებზე, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლებელია შეთანხმება.

როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ერთმანეთის წინაშე მეტი კონკრეტიკით წარდგებიან.

„პირველი და მთავარი ის არის, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყო პრინციპებზე შეთანხმებით, რამდენად მზად არის ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისებისთვის და ვთანხმდებით თუ არა, რომ პროცესი არ ჩაიშალოს. შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე. ხელისუფლებამ იცის ოპოზიციის შეთავაზება, ჩვენ ვიცით ხელისუფლება რისთვის არის მზად. ამ ეტაპზე სახელსა და გვარებზე არ ვლაპარაკობთ. საზოგადოებამ იცის, რომ არიან კანდიდატები, რომლებზეც ვერავინ შევთანხმდებით და გამოირიცხა ეს კანდიდატები. ახლა ყველა საკუთარ გუნდთან ვაპირებთ საუბარს და შემდეგი რაუნდისთვის ერთმანეთის წინაშე მეტი კონკრეტიკით წარვდგებით.

მთავარია, მოლაპარაკებები დაიწყო. „ქართული ოცნების“ პირობებში, პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ შევთანხმდით, რომ პროცესის ჩაშლა არ გვინდა და მზად ვართ კომპრომისებისთვის. ეს არის მოლაპარაკებების პროცესი. უმნიშვნელოვანესია ომბუდსმენი ჰყავდეს ქვეყანას, ამიტომ მოლაპარაკებების პროცესში კატეგორიული განცხადებები, წინაპირობებით საუბარი, სახელი და გვარების დასახელება ამ პროცესს დააზიანებს. ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდით, რომ ვიდრე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი არ იქნება და შეთანხმებაზე არ დავიწყებთ საუბარს, წინაპირობები, კატეგორიული განცხადებები პროცესს დააზიანებს, რაც არავის უნდა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართა. უმრავლესობიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე, ოპოზიციიდან კი ალეკო ელისაშვილი, სანდრო რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, ბექა ლილუაშვილი, ფრიდონ ინჯია და ხატია დეკანოიძე. კონსულტაციებს არ ესწრებოდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა