შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი
იაგო ხვიჩია - კითხვა, რომელსაც ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით?
ოპოზიციური პარტიები - 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ხალხი
პაატა მანჯგალაძე - ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?!
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია
ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს
სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო

ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-მ უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას

11.24.2022 | 11:26 ნახვები: 268

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის გამო მოიწვიეს, შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მშვიდობის უკრაინულ ფორმულას და რუსული აგრესია დაგმონ .

“ველოდებით მსოფლიოს ძლიერ რეაქციას რუსულ ტერორზე. ველოდებით პარტნიორების რეაქციას. ველოდებით მეგობრების რეაქციას - არა მხოლოდ დამკვირვებლების. ჩვენ ველით ყველა იმ ადამიანის რეაქციას, ვინც ნამდვილად აღიარებს გაერო-ს წესდებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა უშიშროების საბჭოს სთავაზობს რეზოლუციას, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას.

„უკრაინა სთავაზობს უშიშროების საბჭოს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას. აუცილებელია ზარალისა და განადგურების სათანადო შეფასება. უნდა ითქვას, რომ ეს არის დარტყმები იმ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს გაერო-ში ვეტოს უფლება უნდა ჩამოერთვას.

„სისულელეა, რომ ვეტოს უფლება აქვს მას, ვინც კრიმინალურ ომს აწარმოებს. აუცილებელია მსოფლიოს ამ ჩიხიდან გამოყვანა. აბსოლუტურად შესაძლებელია. მსოფლიო არ უნდა იყოს საერთაშორისო ტერორისტის მძევალი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრო გენერატორი გაერო-ს წესდებაზე უფრო მძლავრ და საჭირო იარაღად იქცეს. ჩვენ უნდა და შეგვიძლია დავუბრუნოთ რეალური მნიშვნელობა ყველაფერს - და უპირველეს ყოვლისა გაერო-ს წესდებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა