7 მაისის მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში წვიმა შენარჩუნდება
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს
რუსეთის დუმამ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კენჭისყრა ეკრძალებათ
Russia forming offensive grouping toward Kharkiv but capturing city seen impossible - ISW
No Russian warships on combat duty off Crimea coast
Russian army has already lost 475,300 invaders in Ukraine
NATO will directly intervene in war if Russia crosses one of two red lines - La Repubblica
In frontline, 125 combat engagements took place yesterday

სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო

04.26.2024 | 11:38 ნახვები: 244

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველოს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არ სჭირდება და ქვეყნების ნაწილის მხრიდან ხმის მიცემაც საკმარისი იქნება.

"ბევრი ადამიანი მეკითხება, რამდენად რეალურია გაუქმდეს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი?

1. ტექნიკურად შესაძლებელია, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილიც კი დაუჭერს მხარს - ანუ ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო.

2. რუსეთი მრავალი წელი უშედეგოდ ცდილობდა უვიზო რეჟიმი მიეღო, მაგრამ მხოლოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი მისცეს და ისიც გაუქმდა, უკრაინაზე თავდასხმის გამო. რიგმა ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსებზე ვიზის გაცემაც.

3. სახელმწიფოს ნაცვლად რუსი ოლიგარქების სამფლობელოდ და სანქცირებული რუსული ფულის "სარეცხავ" დაწესებულებად გადაქცეულ საქართველოს რატომ შეუნარჩუნებს ვინმე უვიზო მიმოსვლას?

ამიტომ დიახ, სავსებით შესაძლებელია…მაგრამ არა ხვალ ან ზეგ, დრო გვაქვს-ოქტომბრამდე მაინც, იმედია…

სწორ არჩევანს გააკეთებს ხალხი, ვიცი. არც სამუდამოდ გადასახლებას ფიქრობს უმრავლესობა“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან" დაკავშირებით ჩანაწერს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

„საზოგადოებას მინდა მივმართო - არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ“,- განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა