თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში დანაშაულების გამო, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისგებისთვის სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას

10.05.2022 | 16:26 ნახვები: 335

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რათა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს პასუხი აგებინონ. ამ განცხადებით მან პარიზში მიმდინარე „ომი და სამართლის“ კონფერენციას მონაწილეებს მიმართა.

„ჩვენ პასუხისგებაში უნდა მივცეთ ისინი, ვისი გადაწყვეტილებითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ისინი, ვინც თავდაპირველი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული, რომელშიც თავმოყრილია ის ბოროტება, რაც რუსმა ოკუპანტებმა გამოავლინეს. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუციური საფუძველი, რომ აგრესიის დანაშაულისთვის პასუხი აგებინოს რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ შეაქო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის და აღნიშნა, რომ საჭიროა, დაეხმარონ სისხლის სამართლის სასამართლოს და „უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა დაისაჯონ ისინიც, ვისზეც, სამწუხაროდ, ხელი არ მიუწვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა