War update: Ukraine repels 167 Russian assaults in past 24 hours
Over 1,100 Russian troops eliminated in Dobropillia sector – General Staff
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 830 over past day
Pentagon says US will play minimal role in security guarantees for Ukraine – Politico
Government allocates UAH 300M to rebuild Kyiv region – Svyrydenko
Ukrainian drones hit Russian shelter, ammunition depot in Pokrovsk sector
NATO military chiefs reaffirm support for just and lasting peace in Ukraine
Zelensky presents 'National Legend of Ukraine' awards

არესტოვიჩი - რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის შესაძლოა, მიდიოდეს გარკვეული თამაში სამმხრივ დონეზე

19.05.2022 ნახვები: 783

რუსეთთან კომპრომისი და მის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნება, ოკუპანტები სრულად უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მტერთან რაიმე სახის შერიგებაზე საუბარი არ უნდა იყოს.

„შერიგების ერთადერთი ვარიანტია – რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე. ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

მისი განმარტებით, ეს არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ დიპლომატებისა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს პირობებია.

„არ იქნება ვარიანტი, სადაც ჩვენ რუსების აქ დარჩენას დავუშვებთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ, შეეცადონ შეთანხმებას, მაგრამ ვხედავთ, როგორი მრავალმხრივი პროცესები მიდის ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, რომ რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის შესაძლოა, მიდიოდეს გარკვეული თამაში სამმხრივ დონეზე, ასეთ ქცევას კი არესტოვიჩი უცნაურ პოზიციად აფასებს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა