„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაცების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს

ვახტანგ მეგრელიშვილი - ვერ ვხვდები, რომელმა არასამთავრობომ შეიძლება, შემომთავაზოს სახალხო დამცველის შვიდი კანდიდატი, სადაც იძულებული ვიქნები, ერთ-ერთს დავუჭირო მხარი

01.09.2022 ნახვები: 699

კანდიდატი ინკლუზიურად შერჩეული უნდა იყოს, ადამიანები ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. ამ პროცესის დეფიციტი გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბუნდოვანი პროცედურები წარმოადგინა.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული უნდა იყვნენ დისკუსიაში, როგორ აპირებენ კანდიდატის ინკლუზიურად შერჩევას.

„არ მეგონა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სახალხო დამცველის არჩევის პუნქტი ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა, როგორც დეოლიგარქიზაცია-დეპოლარიზაცია, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ზუსტად ჩხუბთან, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული თემაა. ანუ, კანდიდატი ინკლუზიურად შერჩეული უნდა იყოს, ადამიანები ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. ამ პროცესის დეფიციტი გვაქვს. „ქართულმა ოცნებამ“ ბუნდოვანი პროცედურები წარმოადგინა, რომ კანდიდატებს აფასებს ცხრაკაციანი ჯგუფი, ეს ამ პრობლემას ვერ წყვეტს. ანუ, სანდოობის პრობლემას ვერ წყვეტს. როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული უნდა იყვნენ დისკუსიაში, როგორ აპირებენ კანდიდატის ინკლუზიურად შერჩევას. ეს მოცემულობა არ გვაქვს და პრობლემა ამაში მდგომარეობს.

დეპოლარიზაციის პრობლემა ამ პუნქტის შესრულებაზეც გადმოვიდა. ეს პუნქტიც ისეთი წერტილი აღმოჩნდა, სადაც შესაძლებელია დაპირისპირება და ორივე მხარე ასეთ შესაძლებლობას ექსპლუატაციას უწევს. ანუ, ამ შესაძლებლობებს იმისთვის კი არ იყენებენ, რომ ჩხუბი არ დაიწყოს და ეს რეჟიმი იყოს. სახალხო დამცველზე მეტად, ამ ქვეყანაში ვინ შეიძლება, გვჭირდებოდეს? – უნდა ვსაუბრობდეთ, ეს რა ინსტიტუტია და რა კონკრეტული ამოცანები ჰქონდეს დღევანდელ ვითარებაში. ამაზე საუბარი საერთოდ არ არის და რაღაც პროცედურებზე ვსაუბრობთ, რაზეც შეუძლებელია ადამიანები შეთანხმდნენ, რადგან წინასწარ არის ცნობილი, რომ ეს ხალხი ერთმანეთს მტრობს. მტრების მიერ კონსენსუსით შერჩეული კანდიდატი არ წარმომიდგენია. საქართველოში არის ნდობის კრიზისი, ადამიანები არ გვყავს, ვისაც თანაბრად ვენდობით. აქედან გამომდინარე, ასეთი სირთულე რომ არის, დამატებითი სირთულე არ უნდა შექმნა. ნეტა, ვინმეს ისეთი ადამიანი გაახსენდეს, რომელსაც სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ასეთი ადამიანის გახსენება მინდა, მაგრამ ჩემი უახლოესი ადამიანების გარდა, არ მახსენდება და ვერც ვხვდები, რომელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიძლება, შემომთავაზოს შვიდი კანდიდატი, სადაც იძულებული ვიქნები, ერთ-ერთს მხარი დავუჭირო. მგონია, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო გასახსნელია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა