აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ამინდი 26 აპრილს
ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი

მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს-ლიზ ტრასი

06.23.2022 | 15:47 ნახვები: 297

მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა ანკარაში თურქ კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული.

„ძალიან მკაფიოა, რომ უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გასასვლელი. გაერთიანებული სამეფო ჩვენს გამოცდილებას გთავაზობთ ყველა ამ ფრონტზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი ზომები, რათა მარცვლეული უსაფრთხოდ გავიდეს, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს“, – აღნიშნა ტრასმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას.

საპასუხოდ მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქული მხარე არ დაუშვებს რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეტანას თავის ტერიტორიაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა