"კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს" - ვოლსკი
კრამონი გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე: ძალიან მრავალფეროვანი იყო, ეს აშინებს ოცნებას
საღამოს კვარას თამაშს დავესწრები, ქუჩაში ქართული საუბრები ისმის ყველგან...ყველას სამშობლოში დაბრუნება უნდა - მამუკა ხაზარაძე
გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციიდან თითი თითზე არავის დაუდია რეკომენდაციების შესასრულებლად
მიხეილ სარჯველაძე - ვიოლა ფონ კრამონი ბოლო ხანებში ძალიან გამოირჩევა ოპოზიციის გულშემატკივრობით, გვახსოვს, მარტის აქციას გამოეხმაურა, ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო
ნინო ლომჯარია - საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა
ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა არის ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება
ჯოზეფ ბორელი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება

დავით აღმაშენებლის სახე ერთადერთ სრულმეტრაჟიან ფილმში (video)

05.14.2022 | 17:55 ნახვები: 1526

თურქულ კინემატოგრაფიაში ძალიან პოპულარულია ისტორიული თემატიკა, განსაკუთრებით ძველი საგმირო ეპოსები, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ძველი თურქული ეპოსი - ,,წიგნი პაპაჩემ ქორქუთისა“, სადაც ასახულია სელჩუკთა ომები დავით აღმაშენებელთან.

წარმოდგენილი ნაწყვეტი სწორედ ამ პოემის საფუძველზე გადაღებული ფილმიდანაა.

ეპოსში და შესაბამისად ფილმშიც დავითი ბოროტ მმართველადაა დახატული, შეუძლებელია ეს ქართულ აუდიტორიას მოგვეწონოს, მაგრამ ნუ ვიუცხოებთ ამას და ნუ დავრჩებით შეურაცხყოფილი, ქართულ წყაროებშიც თურქი ხელისუფლები ამგვარად და უარესადაც არიან წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, დავითი სულითაც და ხორცითაც მშვენიერი ადამიანი იყო და ის არ ყოფილა ისეთი შემზარავი, როგორც ამ ეპოსში და მასზე დაყრდნობილ ფილმშია წარმოდგენილი.

მთავარი, ვფიქრობ, ისაა, რომ ძველი თურქული ნაციონალური ეპოსიც კი ვერ უვლის გვერდს აღმაშენებლის დიდ გამარჯვებებს და ძლიერებას.

მოცემული ეპიზოდი ასახავს ეპოსის შემდეგ მონაკვეთს: ,,ყაზანის ბანაკს ურწმუნო ქართველები დაესხნენ თავს, რომელთაც ხელთ იგდეს მთელი მისი განძეული, მისი აქლემები და ცხენები, და მისი ხალხი, მათ შორის მისი ცოლი - წარმოსადეგი, ბურლა ხათუნი, და მისი ერთადერთი ვაჟი - ურუზი. ურწმუნოებმა აღნიშნეს თავისი გამარჯვება, და მათმა მეფემ ბრძანა ყაზანის შეურაცხყოფისთვის, რომ ექცია ბურლა ხათუნი თავის მერიქიფედ...."

ეს შემთხვევა ქართულ წყაროებსაც აქვთ აღწერილი, დავითის ერთ-ერთი ლაშქრობის შესახებ ვკითხულობთ: ,,მოსრეს სპანი მათნი ურიცხვნი, და აღიღეს დედაწული მათი, ცხენნი, ცხოვარნი, აქლემნი, და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფოჲ მისი ყოვლითა კეთილითა".

ქართული წყარო აქ თითქმის ყველა იმ ნიუანსს ასახელებს, რასაც ,,დედე გორგუდის წიგნი".

ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი