„ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს

09.05.2025 ნახვები: 220

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაცნობე, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ, შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და მე მას ინფორმაცია მივაწოდე. ასევე ვუთხარი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას. ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისათვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა, რაც იწყება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით”, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს, მზადაა დახმარებისთვის და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტები მიესალმნენ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა