დიმიტრი ჩიქოვანი - ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას
იაგო ხვიჩია - ახლა რომ შეამოწმონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნებათ IQ, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა ეცლება
პრეზიდენტი - ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა
ლევან ხაბეიშვილი - კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს!
USA, Europe jointly work to use frozen Russian assets for Ukraine’s benefit – Department of State
Russia's combat losses in Ukraine rise to 479,710
U.S. proud to stand together with Europe in supporting Ukraine - Blinken
War update: 95 combat clashes on front lines in past 24 hours

ელდარ შენგელაიას „გამოფენა" - „ჭა" თბილისის ძველ უბანში /Eldar Shengelaia's "Exhibition" - "Well" in Old District of Tbilisi

09.06.2020 | 20:29 ნახვები: 675

დავით ბუხრიკიძე/David Bukhrikidze

ქართველმა კინოკლასიკოსმა, 87 წლის ელდარ შენგელაიამ ახლახან მუშაობა დაასრულა ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე, სახელწოდებით „ჭა", რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღო. გასულ წელს სწორედ ამ ფილმის სცენარმა გაიმარჯვა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ფილმის დახურული ჩვენება იანვრის ბოლოს ეროვნული არქივის ახალ კინოდარბაზში გაიმართა, რომლის რეკონსტრუქციაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა და რომელიც საინტერესო კინოპრემიერებს მასპინძლობს.

ფილმი „ჭა" ცნობილი მწერლის, რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ელდარ შენგელაიასა და რეზო ჭეიშვილის შემოქმედებითი დუეტი კინოს მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი. ფილმები - „სამანიშვილის დედინაცვალი" (1978) და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983) რეჟისორმა სწორედ მისი სცენარების მიხედვით გადაიღო!

და აი, ახალი, 20 წუთიანი, შავ-თეთრი ფილმი, რომელშიც მწერლის დახვეწილი ირონია და რეჟისორის თანამედროვე, სოციალური და აბსურდული გზავნილები ისევ ერთმანეთს გადაეჯაჭვა, ამჯერად ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, სადაც მუშები ჭას თხრიან და სადაც წყალი ამოხეთქავს. თუმცა მილების შეერთებას თუ ერთმანეთთან დაკავშირებას ვერავინ ახერხებს...

- ბატონო ელდარ, რატომ ისევ აბსურდული სიუჟეტი და რატომ რეზო ჭეიშვილის ეს მოთხრობა?
- იმიტომ, რომ რეზო ფანტასტიკური, მე ვიტყოდი, შეუბრალებელი სიზუსტის მწერალია. რაღაცნაირი რბილი ირონიითა და იუმორით აკვირდება ჩვენს გარემოს, მოვლენებს. გარდა ამისა, ნამდვილად ჰუმანისტია. მუდამ თანაუგრძნობს საკუთარი ხელით შექმნილ აბსურდში მოფუსფუსე ადამიანებს. ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. ახლაც მისი მოთხრობის მიხედვით გადავიღეთ ფილმი; სულ რაღაც, 10-12 დღეში.
- რამდენადაც ვიცი, ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ტრილოგიის პირველი ნაწილია და კიდევ აპირებთ გადაღებას...
- დიახ, პირველია და თუ ფულს მოვიძიებთ, კიდევ ორ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავიღებ, რომლებიც სადღაც მაისში უნდა გამოვიდეს ეკრანზე. რაც მთავარია, სამივე ფილმში მსახიობი პაატა მოისწრაფიშვილი ითამაშებს, რომელიც იდეურად და ესთეტიკურად გააერთიანებს კიდეც ამ ტრილოგიას.
- სამივე ფილმში მთავარი გმირი სწორედ პაატა მოისწრაფიშვილი იქნება?
- მინდა, რომ ამით რეზო ჭეიშვილის მოთხრობების მიხედვით თავისებური „მცირემეტრაჟიანი ტრილოგია" შევქმნა. პაატა ყველა ფილმში უნდა იყოს, თუმცა არ ვიცი, ეგებ სხვა გმირებიც გამოჩნდნენ. პაატას თავადაც ყოველთვის უნდოდა ჩემთან მუშაობა...

პაატა მოისწრაფიშვილის გარდა, ფილმში მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, ვასიკო ოდიშვილი, დათო დვალიშვილი, გიორგი გურგულია.
ფილმის სიუჟეტი ძველი თბილისის ერთ ქუჩაზე ვითარდება. მეზობლები უკიდურესად შეწუხებული არიან ქუჩის მუდმივი გადათხრით და ეზოში გამორბიან, რათა მუშები გააჩერონ. თუმცა მუშებს დავალებული აქვთ, რომ ჭა აუცილებლად გათხარონ.
მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, „გადაღება და მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ბატონ ელდართან წინა ფილმზეც ვიმუშავე (იგულისხმება ფილმი „სავარძელი") და მომავალშიც ვაპირებ. ცხადია, თუ ბატონი ელდარი მოისურვებს ჩემთან თანამშრომლობას. ცოტა აბეზარ, აქტიურ და ყველაფრის „მცოდნე" ქალს ვთამაშობ. ასეთებს ხშირად ნახავთ ქუჩაშიც და ტელეეკრანზეც. ყოველთვის ხმამაღლა რომ ლაპარაკობენ და ყველა საკითხში რომ ერევიან"...
ტრილოგიის მომდევნო ფილმის გადაღებას რეჟისორი 2020 წლის გაზაფხულზე გეგმავს. კინოს მოყვარულებმა, ალბათ, იციან, რომ გასული წელს, მაისში, კანის კინოფესტივალის სპეციალურ სექციაში ელდარ შენგელაიას ერთ-ერთი პირველი ფილმი „თეთრი ქარავანი" დიდი წარმატებით უჩვენეს.

Georgian film classic, 87-years old Eldar Shengelaia, recently completed working on new short film called "The Well", which he made with support of the National Film Center. Last year, the screenplay of this very film won the contest, announced by the National Film Center. Private screening of the film took place in late January in the new movie hall of the National Archives, reconstruction of which was finished few months ago and which hosts the interesting film premieres.
The film "The Well" is made after the same-name story of famous writer, Rezo Cheishvili. Eldar Shengelaias and Rezo Cheishvilis creative duet is well known to the film fans. Movies - "Samanishvilis Stepmother" (1978) and "Blue Mountains, or Unbelievable Story" (1983) was made by the film director just based on his screenplays!
And, here it is - the new, black-and-white film, where the writers refined irony and the film directors contemporary, social and absurd messages are intertwisted; this time, in one of the districts of old Tbilisi, where the workers are digging a well and where the water erupts. However, nobody manages to connect the pipes with each other...
- Mr. Eldar, why again absurd plot and why this story by Rezo Cheishvili?
- Because Rezo is the writer with fantastic, I would say, merciless accuracy. He observes out environment, developments with some kind of mild irony and humor. Besides, he is a real humanist. He always has empathy for the people, created by him, fussing in absurd. It always was a pleasure for me to work with him. This time, again, we shot the film after his story; only in 10-12 days.
- As far as I know, the new short film is the first part of trilogy and you are going to shoot more...
- Yes, this is the first one and if we find funding, I will make two more short films, which will be screened approximately in May. And, most importantly, actor Paata Moistsrapishvili will perform in all the three films, who will conceptually and aesthetically unify this trilogy.
- Will Paata Moistsrapishvili be the leading character in all the three films?
- Thus I want to create "short film trilogy" after these stories by Rezo Cheishvili. Paata shall perform in all films, but I dont know, maybe some other characters will appear. Paata himself always wanted to work with me too...

In addition to Paata Moistsrapishvili, Nineli Chankvetadze, Vasiko Odishvili, Dato Dvalishvili and Giorgi Gurgulia will participate in the film.

The plot of the film develops in one of the streets of old Tbilisi. The neighbors are extremely disturbed by ongoing digging of the street and are running to the yard to stop the workers; however, the workers are ordered to dig the well by all means.
In the words of the actress Nineli Chankvetadze, "the filming and working process was very interesting. I also worked with Mr. Eldar on previous film (the film "Armchair" is implied) and I am going to do it in the future too. Of course, if Mr. Eldar has the desire to work with me. I play a little naughty, active, all-knowing woman. You can often meet such women in the street and on TV screens - always speaking loudly and interfering with every issue"...
The film director is going to shoot the next film of the trilogy in the spring, 2020. Movie fans, apparently, know, that last year, in May, one of the first films of Eldar Shengelaia "The White Caravan" was demonstrated in special section of Cannes Film Festival with great success.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა