კონგრესმენი სტივ კოენი - რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა
ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ
Enemy intensifies propaganda campaign around issue of Ukraine elections - watchdog
Ukraine realizes war to end with talks – NSDC secretary
Military aid to Ukraine from "Ramstein" members reaches $95B - Austin
Russians intensify campaign to discredit mobilisation in Ukraine - CCD
გიგა ბოკერია - თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი

ლევან ხაბეიშვილი - კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს!

05.10.2024 | 13:10 ნახვები: 250

პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც ჯერ მხარდაჭერა არ გამოუხატავთ რუსული კანონისთვის. მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და არც რუსული კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხალხზე ზრუნვის სახელით შემოაქვთ.

„პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდ გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ასევე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას, ვისაც, ფაქტობრივად, ოჯახებში, სახლებში უცვივდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან, როგორც მათ სჩვევიათ - ლაჩრულად, მალულად, მიპარვით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო „ტვ პირველთან“ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც, ფაქტობრივად, აღიარებს სისტემა, რომ არ არსებობს არანაირი სამართალდამცავი ორგანო, არ არსებობს არანაირი პოლიცია და ეს ყველაფერი, ცხადია, გომელაურის, ხარაზიშვილის, ივანიშვილის დავალებით ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს კანონი ხალხზე ზრუნვის სახელით შემოაქვთ. ხალხს რომ სჭირდება, ამიტომ დასდევენ ქუჩებში ადამიანებს, უცვივდებიან სახლში, სცემენ ახალგაზრდებს, ურეკავენ პენსიონერებს, დედებს, მშობლებს, არასრულწლოვან შვილებს და აგინებენ. ეს ყველაფერი თურმე ყოფილა ხალხზე ზრუნვა, ასე გვეუბნება ივანიშვილი.

დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავთ მხარდაჭერა, აიძულონ, დაიცვან რუსული კანონი, მხარი დაუჭირონ და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, შვილებმა, მეუღლეებმა, დებმა, ძმებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები. ასევე, დღეს აპირებენ, ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არ წავიდნენ. მე მინდა მივმართო ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე- უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთზე და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის, რუსულ კანონსა და ევროპას შორის. ამიტომ, მე ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ის კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ, აუცილებლად მალე დაავიწყდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან არც ეს კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა