ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ

08.05.2026 ნახვები: 171

კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი. მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ხარაზიშვილს, არამედ, ის ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, - ამის შესახებ მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის სასამართლო სხდომაზე, 2024 წელს, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გდდ-ს თანამშრომლების დაკავებას გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო გდდ-ს თანამშრომლების დაკავებას. სულელები არავინ ვართ, იქ მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი არ უწამებიათ და უცემიათ, ასობით ახალგაზრდა სცემეს იქ. ძალიან მერიდებოდა თავის დროზე ჩემს თავზე საუბარი, როცა ეს თავდასხმა მოხდა, თუმცა ფაქტი არის უტყუარი - მხოლოდ ფოტოსურათი ადასტურებს, სამედიცინო დასკვნას რომ არ ჩახედოთ, სადაც კარგი არაფერი წერია - სახის ძვლების მოტეხილობა, თავის არეში მძიმე დარტყმები, დაჟეჟილობები, ნეკნების მოტეხილობები და ა.შ.

კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი, მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვიყავი, მეორე დღეს პარლამენტში გავაკეთე განცხადება და დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ხარაზიშვილს, რომელიც ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოვყევი, ეს კაცი რას მთხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს წამებას.

პოლიტიკოსი რომ მქვია, რკინის კი არ ვარ... გდდ-ს თანამშრომლებს რომ დაუძახეს, ჩემთვის ეკითხათ, პირდაპირ ვასახელებ, ვინ დამესხა თავს და ეს ჩვენება არ არის? რას იღებდა გეტყვით - უნდა მეთქვა ჩემს თავზე დამამცირებელი სიტყვა, რომ ვარ ჩმორი და მაშინ თურმე აღარ დამარტყამდნენ. ამ ვიდეოს მერე, ალბათ, ატვირთავდნენ და იტყოდნენ, აგერ, თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი ნახეთ, როგორ ტირის, როგორ წუწუნებსო.

ბოდიში, ვერ მოგართვით, მიუხედავად იმისა, რომ 27 წუთი გაგიგრძელდათ. აჩვენონ ის ვიდეო საზოგადოებას, ვის უგზავნიდნენ? მე მაქვს ინფორმაცია, რომ კობახიძეს, უგზავნიდნენ, პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ, მამუკა მდინარაძეს - ფრაქციის თავმჯდომარე იყო. რა თქმა უნდა, გომელაურს, შს მინისტრი იყო. სანამ ესენი გამოიძიებდნენ, 9 სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მათ შორის, კეზევაძეზე, „ხარებას“ მოადგილე რომ იყო. სულელები არ ვართ, ამის მთავარი ორგანიზატორი იყო ივანიშვილი, მთავარი შემსრულებელი იყო კობახიძე. გახარიას რომ მისდევენ თვალი ამითხარე და ცუდად დაარბიე აქციაო, ახლა კობახიძე მის ადგილასაა, მაგას ჰგონია პასუხისმგებლობას აცდება? ვერაფერსაც აცდება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა