ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს
სალომე ზურაბიშვილი - ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას
მიხეილ სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად
„ოპოზიციის ალიანსი" - საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
თემურ ქეცბაია თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება
სკოტ ბესენტი - აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს
დონალდ ტრამპი - თუ ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ

დონალდ ტრამპი - თუ ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ

19.04.2026 ნახვები: 185

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს სურს, ჰორმუზის სრუტე გახსნილი იყოს, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ.

„ირანს არ სურს ჰორმუზის სრუტის დახურვა, მათ სურთ მისი გახსნა, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ (შესაბამისად, რასაც კარგავენ, თუ ის იხურება!). ისინი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სრუტის დახურვა სურთ, რომ მე ის სრულიად ბლოკირებული მაქვს (დაკეტილი!), ამიტომ მათ უბრალოდ „სახის შენარჩუნება“ სურთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, ირანთან შეთანხმების დადება შეუძლებელი იქნება, თუ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.

„ოთხი დღის წინ ხალხმა მომმართა და მითხრა: „ბატონო, ირანს სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურს“. მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, ირანთან შეთანხმება ვერასდროს იქნება, თუ მათი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, მათ შორის ლიდერებს, არ ავაფეთქებთ!“- აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა