ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს
დონალდ ტრამპი - ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება, ძალიან პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი
ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება

17.04.2026 ნახვები: 171

ნატო არ დაიშლება, დარწმუნებული ვართ, რომ აშშ მოკავშირეებს დაიცავს, ევროპა ამ ეტაპზე მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გასამკლავებლად მზად არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა  „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და დიახ, მე ვენდობი ჩვენს ყველა მოკავშირეს“, – აღნიშნა ჰანო პევკურმა.

მისივე თქმით, აშშ-ს ევროპა სჭირდება თავისი სამხედროებისთვის, ისევე როგორც ევროპას – აშშ, ამიტომ „არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება“.

„50 წელი მშვიდად არასოდეს გადის. არსებობს უთანხმოებები და პრობლემები, რომელთა გადალახვაც საჭიროა“, – განაცხადა პევკურმა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ამ დროისთვის სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის მზად არ არის.

„იქ ვართ, სადაც გვინდა, ვიყოთ? არა. ნატო-ს ყველა წევრმა მეტი უნდა ჩადოს თავდაცვაში“, –  განაცხადა პევკურმა.

როგორც პევკურმა აღნიშნა, ნატო-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ირანში კონფლიქტის დასრულებაზე. მისივე თქმით, ამან, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს საშუალება მისცეს, მეტი ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადაიტანოს.

„როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, არსებობს შანსი, აშშ-მა მეტი ყურადღება უკრაინაზე გაამახვილოს. ჩვენი რეგიონისთვის ეს მთავარ პრობლემად რჩება“, – აღნიშნა პევკურმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა