Ukrainian forces regain control of nearly 50 km² in March – CinC Syrskyi
Zelensky meets Norway’s Crown Prince, thanks for €9 billion in support for Ukraine
UK to provide Ukraine with 120,000 drones in biggest ever package
რუსეთმა ომის ოთხი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლისთვის, 130 მილიარდი დოლარი ხარჯა – დაზვერვა
Russia spends $130 billion to circumvent sanctions over four years of war – intelligence
Zelensky announces deals for PAC-2 missiles, IRIS-T launchers after Europe talks
კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღების ბრალდებით დაკავებული ივანე გოგლიძე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

რუსეთმა ომის ოთხი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლისთვის, 130 მილიარდი დოლარი ხარჯა – დაზვერვა

15.04.2026 ნახვები: 181

 სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი. 2022-დან 2025 წლამდე პერიოდში რუსეთმა დამატებით 130 მილიარდი დოლარი დახარჯა შეზღუდვების გვერდის ავლისა და აკრძალული დასავლური საქონლის შესაძენად.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

„ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SAB) გაასაჯაროვა რუსული სამთავრობო უწყებების შიდა შეფასებები: მიუხედავად მოსკოვის ხმამაღალი საჯარო განცხადებებისა „წარმატებული ადაპტაციის“ შესახებ, ქვეყნის შიგნით მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ სანქციებმა ეკონომიკას უკვე მიაყენა და კვლავაც აყენებს - უზარმაზარ ზარალს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მხოლოდ 2022-2025 წლებში რუსეთი იძულებული გახდა დაეხარჯა დამატებით 130 მილიარდი დოლარი -  წელიწადში დაახლოებით 32,5 მილიარდი დოლარი - სანქციებისთვის გვერდის ავლისა და იმ აკრძალული დასავლური საქონლის შესაძენად, რომელსაც მანამდე ბევრად იაფად, პირდაპირ დასავლურ ბაზრებზე ყიდულობდა.

რუსული ინსტიტუტების შიდა პროგნოზების მიხედვით, დასავლური შეზღუდვებით გამოწვეულმა ზარალმა 2030 წლისთვის შესაძლოა კიდევ მინიმუმ 136 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. საგარეო ვაჭრობის საერთო შემცირებამ კი, დაგროვილი რისკების გამო, შესაძლოა 175,5 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

ლატვიის დაზვერვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ციფრები, სავარაუდოდ, შემცირებულია და ზედმეტად ოპტიმისტურია. სანქციების რეალური გავლენა - არაპირდაპირი ეფექტების გათვალისწინებით, როგორიცაა ლოჯისტიკური ხარჯების ზრდა, კორპორატიული მომგებიანობის ვარდნა, საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვა და სტრუქტურული ეკონომიკური პრობლემები - შესაძლოა, რამდენჯერმე მაღალი იყოს. მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში, პოტენციური ზარალი ხუთი წლის განმავლობაში 216,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუ ევროკავშირი სრულ ემბარგოს დააწესებს, ხოლო ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვებს შეამცირებენ.

„საკვანძო საქონლის ექსპორტი უკვე კატასტროფულ ვარდნას აჩვენებს. რკინის მადნის ექსპორტი 40%-ით შემცირდა (2021 წლის 28 მილიონი ტონიდან მნიშვნელოვნად დაბალ ნიშნულამდე). შავი ლითონების ექსპორტი შემცირებულია 20%-ით. ქიმიური პროდუქციის - 35%-ით. ყველაზე მძიმე დარტყმა ხე-ტყისა და ცელულოზის სექტორმა მიიღო - კლება 50%-ია. თავად რუსი ანალიტიკოსებიც აღიარებენ, რომ მთელი პროპაგანდის მიუხედავად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამ ბაზრების აღდგენა შეუძლებელი იქნება“, - ნათქვამია ანგარიშში.

დაზვერვის ოფიციალურმა პირების ინფორმაციით, „ევროკავშირთან ვაჭრობის სრული გაწყვეტა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა და რუსეთს დაახლოებით 70 მილიარდი დოლარი დაუჯდა. დასავლეთის მეორადი სანქციები რუსეთს „ტოქსიკურ“ პარტნიორად აქცევს გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვისაც კი: ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი სულ უფრო მეტად ერიდებიან სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკს და თავს არიდებენ ვაჭრობის ფართომასშტაბიან რეორიენტაციას“.

ლატვიის უსაფრთხოების სამსახური (SAB) პირდაპირ აცხადებს, რომ სანქციები ეფექტურად ზღუდავს მოსკოვის ფინანსურ და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რაც აფერხებს მის უნარს, დააფინანსოს ომი უკრაინაში და განახორციელოს რეარმირება (გადაიარაღება). კრემლი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რადგან მისი შიდა სისტემა და პროპაგანდა რეალობის აღიარების საშუალებას არ აძლევს. სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება მხოლოდ დააჩქარებდა რუსეთის რემილიტარიზაციას და გააძლიერებდა ანტიდასავლური რეჟიმების მხარდაჭერას, აღნიშნა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა.

როგორც ადრე Ukrinform-ი იტყობინებოდა, რუსეთის ეკონომიკა განიცდის სისტემურ გაუარესებას საკუთარი მონეტარული პოლიტიკის, სტრუქტურული ინდუსტრიული ვარდნისა და დასუსტებული სამომხმარებლო მოთხოვნის ზეწოლის ქვეშ, და არცერთი ძირითადი სექტორი არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა