ხმების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, „ტისა“ დაახლოებით 138 მანდატს იღებს 199-ადგილიან პარლამენტში, ხოლო „ფიდესი“ — დაახლოებით 54 მანდატს. კიდევ 7 მანდატი გადანაწილდა ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლოს“ (Mi Hazánk) შორის.
ვიქტორ ორბანმა უკვე აღიარა მარცხი და განაცხადა, რომ შედეგები „მტკივნეულია“, თუმცა მისი პარტია გააგრძელებს ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდან.
თავის მხრივ, პეტერ მადიარამ ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას აღნიშნა, რომ „უნგრეთმა გაიმარჯვა“ და ქვეყანამ „ორბანის რეჟიმს თავი დააღწია“.
არჩევნები გამოირჩეოდა რეკორდულად მაღალი აქტივობით. კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ამომრჩეველთა აქტივობამ 74%-ს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს და ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.
არჩევნებში სულ ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა რეალური კონკურენცია „ფიდესსა“ და „ტისას“ შორის გაიმართა. წინასაარჩევნო კვლევები უკვე მიუთითებდა ოპოზიციის შესაძლო გამარჯვებაზე, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხა აღმოჩნდა.
უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება, რომელიც 16 წლის შემდეგ მოხდა, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებზე.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ