ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას

08.04.2026 ნახვები: 260

ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ცეცხლის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ომის დასრულების შესაძლებლობას ქმნის. ეს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ქალაქებისა და სოფლების ნგრევის დასრულებას, ელექტროსადგურებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნორმალურ მუშაობს და შესაბამისად, დროისა და პირობების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს. უკრაინა ყოველთვის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის ევროპაში ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. უკრაინა კვლავ ეუბნება რუსეთს, რომ თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ, მზად ვართ, ეს ჩვენც გავაკეთოთ. ყველასთვის ნათელია, რომ ცეცხლის შეწყვეტას შეთანხმებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა შეუძლია“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პროცესში ბევრი ქვეყანა იყო ჩართული და მნიშვნელოვანია, რომ „აშშ-მა ეს დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა“.

„ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ქვეყნებს ადამიანების სიცოცხლის დაცვაში ეხმარებოდა. უკრაინელი ექსპერტები რეგიონში მუშაობას გააგრძელებენ. რეგიონში არსებულ ვითარებას გლობალური შედეგები აქვს. ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხე ყველა ქვეყანაში ეკონომიკურ გამოწვევებს ზრდის. ასევე, მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის დაცვა და ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე გადაწყვეტას გლობალური მნიშვნელობა აქვს. სწორი შედეგის მისაღწევად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და კოორდინირებული მოქმედებაა აუცილებელი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა