უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ

05.04.2026 ნახვები: 205

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის გაჭიანურებულმა ომმა, შესაძლოა, ამერიკის მიმართ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეამციროს, რადგან ვაშინგტონის გლობალური პრიორიტეტები იცვლება.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ. ამიტომაც მეშინია, რომ (ირანის წინააღმდეგ) ხანგრძლივი ომი ნაკლებ მხარდაჭერას მოგვცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე დიდ შეშფოთებას Patriot-ის რაკეტები იწვევს, რომლებიც აუცილებელია რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭრელად, რადგან უკრაინას ჯერ კიდევ არ გააჩნია ეფექტური ალტერნატივა.

მისი თქმით, ეს ამერიკული სისტემები უკრაინას საკმარისი რაოდენობით არასდროს მიუღია და თუ ირანის წინააღმდეგ ომი მალე არ დასრულდება, მისი მიწოდება კიდევ უფრო შემცირდება.

„ვფიქრობ, რომ პაკეტი, რომელიც ჩვენთვის არც ისე დიდია, დღითიდღე უფრო და უფრო შემცირდება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, გვეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა