საქართველოში, ბოლო სამ დღეში, 31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა.
საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად, საბოლოო ჯამში, 9 მარტიდან დღემდე, 27-დან 84 თეთრამდეა გაზრდილი.
როგორც bpn.ge წერს, ბენზინგასამართი სადგურების მიხედვით საწვავის ფასები, რომელიც შედარებულია 7 მარტის მონაცემებს, ასეთია:
Gulf-ში G-Force სუპერი - 3.99 ლარი (3.53 ლარი იყო), გაიზარდა 46 თეთრით; G-Force პრემიუმი - 3.59 ლარი ( 3.07 ლარი იყო), ზრდა 52 თეთრი; G-Force ევრო რეგულარი - 3.45 ლარი (2.97 ლარი იყო), გაიზარდა 48 თეთრით; ევრო რეგულარი - 3.43ლარი (2.92 ლარი იყო), გაიზარდა 51 თეთრით; G-Force ევრო დიზელი - 3.97 (3.13 ლარი იყო), გაიზარდა 84 თეთრით; ევრო დიზელი - 3.87ლარი ( 3.35ლარი იყო), გაიზარდა 52 თეთრით.
Wissol-ში - ეკო სუპერი - 3.92 ლარი ( 3.54 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით; ეკო პრემიუმი - 3.52 ლარი (3.12 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით; ეკო დიზელი - 3.82 ლარი (3.23 ლარი იყო), გაიზარდა 59 თეთრით; ევრო დიზელი - 3.77 ლარი (3.18 ლარი იყო), გაიზარდა 59 თეთრით; ევრო რეგულარი -3.37 ლარი ( 2.97 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით.
Socar -ში - ნანო სუპერი - 3.82 ლარი (3.55 ლარი იყო), გაიზარდა 27 თეთრით; ნანო პრემიუმი -3.50 ლარი ( 3.11 ლარი იყო), გაიზარდა 39 თეთრით; ნანო ევრო რეგულარი - 3.34 ლარი ( 2.95 ლარი იყო), გაიზარდა 39 თეთრით; ევრო 5 დიზელი - 3.65 ლარი (2.99 ლარი იყო), გაიზარდა 66 თეთრით; ნანო ევრო 5 დიზელი -3.75 (3.08 ლარი იყო), გაიზარდა 76 თეთრით.
Rompetrol -ში - Efix სუპერი - 3.92 ლარი (3.59 ლარი იყო), გაიზარდა 33 თეთრით; Efix ევრო პრემიუმი - 3.53 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით; ევრო რეგულარი - 3.39 ლარი (3.04 ლარი იყო), გაიზარდა 35 თეთრით; Efix ევრო დიზელი - 3.85 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 70 თეთრით; ევრო დიზელი - 3.80 (3.10 ლარი იყო), გაიზარდა 70 თეთრით.
Portal -ში - სუპერი -3.37 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით; პრემიუმი - 3.19 ლარი (2.94 ლარი იყო), გაიზარდა 25 თეთრით; ევრო რეგულარი - 2.99 ლარი (2.74 ლარი იყო), გაიზარდა 25 თეთრით; ევრო დიზელი - 3.79 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 80 თეთრით; ეფექტური დიზელი - 3.59ლარი ( 2.84 ლარი იყო), გაიზარდა 75 თეთრით.
IPN