ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი და მისი მეუღლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე - პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ეს პასუხს არ იმსახურებს
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციაზე - ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება“
NASA-ს მისია Artemis II გაეშვა - მთვარეზე ქსპედიცია დაიწყო
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
დონალდ ტრამპი - ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა
კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება

NASA-ს მისია Artemis II გაეშვა - მთვარეზე ქსპედიცია დაიწყო

02.04.2026 ნახვები: 197

ამ დროს მთვარის „ბნელი მხარის“ რაღაც ნაწილი განათებული იქნება, მაგალითად, დიდი კრატერი, სახელად მარე ორიენტალე, რომელიც ადამიანის თვალს არასოდეს უნახავს და მის შესახებ მხოლოდ თანამგზავრების საშუალებით ვიცით.

სატესტო ფრენა პირველი ეკიპაჟიანი გაშვებაა, რომელიც NASA-ს რაკეტა Space Launch System-ით (SLS) და კაფსულა „ორიონით“ განხორციელდა. მისიის ძირითადი მიზანია, შეაფასოს, როგორ მუშაობს „ორიონი“ რეალურ გარემოში, მათ შორის, მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი სისტემები, ნავიგაცია და საკომუნიკაციო სისტემები — არსებითად, ეს მთვარეზე დაშვების მომავალი მისიის გენერალური რეპეტიციაა.

Artemis I უპილოტო მისია იყო, რომელშიც რაკეტა და მოდული „ორიონი“ დაიტესტა.

Artemis II რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის ბოლოს თებერვალში, თხევადი წყალბადის გაჟონვის გამო.

მისიის განმავლობაში, 6 აპრილს, როცა ორიონი მთვარის გარშემო იმოძრავებს, ეკიპაჟი მიაღწევს ისეთ მანძილზე დედამიწიდან, როგორზეც ადამიანი ჯერ არ ყოფილა — ამით მოიხსნება Apollo 13-ის 400 171-კილომეტრიანი რეკორდი.

გარდა კოსმოსური ხომალდის ტესტირებისა, მისია დაადგენს იმასაც, როგორ მუშაობენ ასტრონავტები ღრმა კოსმოსში ხანგრძლივი დროით, მათ შორის დაგვიანებული კომუნიკაციების პირობებში.

შემდეგი ეტაპი იქნება Artemis III, რომელიც 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. კაფსულა „ორიონის“ ეკიპაჟი ამ მისიაში დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმოძრავებს და დატესტავენ შეპირაპირებებს კომერციულ კოსმოსურ ხომალდთან, რომლითაც იგეგმება მომავალში მთვარეზე დაშვების ოპერაციები.

პროგრამის მეოთხე ეტაპი, Artemis IV ამჟამად 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. ეკიპაჟი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დაეშვება, სადაც ასტრონავტები შეასრულებენ სამეცნიერო დაკვირვებებს და შეაგროვებენ მთვარის გრუნტის ნიმუშებს.

ყველა ეს სამომავლო მისია დამოკიდებულია Artemis II-ზე — ადამიანების მთვარეზე გაგზავნის და უკან დაბრუნების შესაძლებლობის ახალ დემონსტრირებაზე.

ახლა კი გავიცნოთ ასტრონავტები, რომლებიც დღეს მთვარისკენ გაემგზავრნენ.

 

მეთაური — რიდ უაისმენი

50 წლის რიდ უაისმენი საზღვაო ფლოტის გადამდგარი კაპიტანია ბალტიმორიდან. სამი წლის წინ გახდა NASA-ს უფროსი ასტრონავტი, როცა მას 1972 წლის შემდეგ მთვარის პირველი პილოტირებული მისიის ხელმძღვანელობა სთხოვეს. 2020 წელს მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა.

2014 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხუთ თვეზე მეტი გაატარა.

პილოტი — ვიქტორ გლოვერი

გლოვერი ერთ-ერთია NASA-ს სულ რამდენიმე შავკანიან ასტრონავტს შორის. საზღვაო ფლოტის კაპიტანი 49 წლისაა და წარსულში საბრძოლო პილოტი იყო.

აქამდე მას მხოლოდ ერთი კოსმოსური ფრენის გამოცდილება აქვს — SpaceX-ის ხომალდით ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აიყვანა.

მისიის სპეციალისტი — კრისტინა კოხი

კოხი კოსმოსში ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ იმყოფებოდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

47 წლის ელექტროინჟინერი ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ჯეკსონვილიდან ფლობს ადამიანის მიერ კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის რეკორდს — ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად იმყოფებოდა 328 დღის განმავლობაში.

კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი — ჯერემი ჰანსენი

კანადელი საბრძოლო პილოტისა და ფიზიკოსისთვის ეს კოსმოსური დებიუტია, საკმაოდ სტრესული, მაგრამ, ამავე დროს, ის გახდება თავისი ქვეყნის პირველი ემისარი მთვარეზე.

50 წლის ჰანსენი ონტარიოში, ქალაქ ლონდონთან ახლოს გაიზარდა, შემდეგ ინგერსოლში გადავიდა და მფრინავის კარიერას გაჰყვა. კანადის კოსმოსურმა სააგენტომ ასტრონავტად ის 2009 წელს შეარჩია, „არტემისის“ ეკიპაჟის წევრად კი 2023 წელს დაასახელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა