ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს

16.03.2026 ნახვები: 292

პორტი იდენტიფიცირებული იყო „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან მისი ურთიერთობის და შეშფოთების გამო, რომ, რა თქმა უნდა, ჩრდილოვანი ფლოტის გემების პორტში ვიზიტით, ის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის, რაც ჩვენი სანქციების დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა სიობჰან მაკგარიმ ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს ვალდებულება, რომ შეწყდებოდა ყველა ქმედება, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევდა.

„ამიტომ ევროკავშირის წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულება, რომ შეწყდებოდა ყველა საქმიანობა, რაც ევროკავშირის შეშფოთების საგანი იყო. შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ არცერთ ჩრდილოვან ფლოტის ტანკერს არ მიეცემა უფლება პორტში შევიდეს. ასევე, ჩვენ მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგან, აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიისგან, რომელიც პორტს მართავს. ამიტომ, როგორც ყველა სანქციის და შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევაში, ვაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოვერიდებით დამატებითი ზომების მიღებას, თუ დავინახავთ, რომ აქტორები აქტიურად ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, რომ ეს პრაქტიკაშიც მოხდეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა