ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე

16.03.2026 ნახვები: 228

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს კოლექტიურ გეგმაზე, რათა ხელახლა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა (ნავთობის) ბაზარზე. ეს მარტივი ამოცანა არ არის. ამიტომ, ვმუშაობთ ჩვენს ყველა მოკავშირესთან, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა შევქმნათ სიცოცხლისუნარიანი კოლექტიური გეგმა, რომელიც შეძლებს რეგიონში ნაოსნობის თავისუფლების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას“, - განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

„პირველ რიგში, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას რეგიონში. მეორე, საკუთარი თავისა და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად საჭირო ზომების მიღებისას, უფრო ფართომასშტაბიან ომში არ ჩავერთვებით. და მესამე, გავაგრძელებთ მუშაობას კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტის მისაღწევად, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აღადგენს და შეაჩერებს საფრთხეს, რომელსაც ირანი თავის მეზობლებისთვის ქმნის“, - აღნიშნა სტარმერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა