ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, ოცჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ
დონალდ ტრამპი - არ დავუშვებ, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა მსოფლიო მძევლად აიყვანოს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელზე თავდასხმების უმრავლესობა არა ირანიდან, არამედ ლიბანიდან იყო
ჯო უილსონი - ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ
სუს-ი - 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის
მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ოპოზიციურ კონსოლიდაციას

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელზე თავდასხმების უმრავლესობა არა ირანიდან, არამედ ლიბანიდან იყო

10.03.2026 ნახვები: 183

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების უმრავლესობა არა ირანიდან, არამედ ლიბანიდან იყო, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

საარმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი იერუსალიმში ლიბანის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ კოორდინატორთან, ჟანინ ჰენის-პლასშერტთან განიხილა და განუცხადა, თუ როგორ რეაგირებს ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ თავდასხმებზე.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ისრაელის ჯარების სასაზღვრო ზონაში განლაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია „ჰეზბოლას“ სახმელეთო ძალების შეჭრისა და ისრაელის მოქალაქეებისა და თემების წინააღმდეგ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ასევე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ „ჰეზბოლას“ დასუსტება ორივე მხარის, ისრაელისა და ლიბანის საერთო ინტერესებში შედის“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა