გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდიოტური ქმედებებით, ამ რეჟიმის ფორმირებას ხელი შეუწყო
ირაკლი კობახიძე - აქაური აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია ერთი ხელიდან იმართება
ირაკლი კობახიძე - ღირებულებითი თანხვედრის ფონზე საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე უარი თქვას
რომან გოცირიძე - “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა
War update: 230 combat engagements on front line over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,280 over past day
Mission Control system records more than 2,800 strikes per day – Defense Ministry

ირაკლი კობახიძე - აქაური აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია ერთი ხელიდან იმართება

27.02.2026 ნახვები: 200

ბრიტანულ ბიუროკრატიას იგივე ძალები მართავენ, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ევროპულ, ისე ბრიტანულ ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემებია.

„რეალურად ყველა ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული. თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელცარიელი მივიდა, ამის კიდევ ერთი დასტურია. რეალურად არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრიტანულმა ბიუროკრატიამ გამოიტანა. რაც შეეხება იმას, თუ ინფორმაცია საიდან სად წავიდა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე, არის მარტივი კოორდინაცია. არის სერიოზული პრობლემები მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. შესაბამისად, იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. სხვათაშორის, ამაზე ხშირად საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი. ის პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ. დიფ სთეითი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას და ამის შედეგები არის სახეზე. არის საერთო კოორდინაცია, ადგილობრივი აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა იმ განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა