აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ურჩევს, შეთანხმება გააფორმოს.
მისი თქმით, საპროტესტო არეულობების დროს 32 000-მდე ადამიანი დაიღუპა და ირანის ხელისუფლება გეგმავდა, სიკვდილით დაესაჯა 800-ზე მეტი მოქალაქე. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან გააფრთხილა თეირანი, რომ ერთი ადამიანი თუ მაინც დაისჯებოდა სიკვდილით, ვაშინგტონი ირანს მყისიერად დაარტყამდა.
ტრამპის თქმით, ამ გაფრთხილების შემდეგ ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი არავის მიმართ აღუსრულებიათ.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თანაუგრძნობს ირანის მოსახლეობას, რომელიც, მისი თქმით, „ჯოჯოხეთში ცხოვრობს“.