Ukraine to receive 10,000 drones produced jointly with Germany in 2026 – Zelensky
Zelensky, Pistorius visit German-Ukrainian drone production facility
CAS begins hearing in Heraskevych’s case over Olympic disqualification
Unmanned Systems Forces strike power substation, airfield, data center in occupied territories
Rubio to discuss cutting Russian energy supplies with Orban and Fico
Idea of elections in Ukraine comes from Russians, Zelensky says
Air defense forces neutralize 111 out of 154 Russian drones since yesterday evening
War update: 142 clashes on front lines over past day, Pokrovsk and Huliaipole hottest axes

აშშ-ის სახდეპი - განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება, გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად

13.02.2026 ნახვები: 208

განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება, გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს.

„ნეტგაზეთის“ ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება, გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.

„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია, როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება, გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა