მურთაზ ზოდელავა - თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი
პაატა ბურჭულაძე - თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი
Zelensky enacts NSDC decision on security guarantees for Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 770 over past day
Russia spreading new series of AI videos imitating “street interviews with Ukrainians” – CCD
DIU secret raid in Crimea: Premiere of Shadows on Edge documentary film
Train carrying generators from Lithuanian Armed Forces arrives in Ukraine

კლერ კაისერი - ტრამპის ადმინისტრაციამ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ზომები ძალაში დატოვა

12.02.2026 ნახვები: 216

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ზომები ძალაში დატოვა. ამის შესახებ საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის McLarty Associates უფროსმა მმართველმა დირექტორმა, კლერ კაისერმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ექსპერტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტის ვიზიტს ერევანსა და ბაქოში და განაცხადა, რომ "კავკასიაში ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის საქართველო", რომელიც იყო "თავის დროზე აშშ-ის მტკიცე პარტნიორი რეგიონში, დემოკრატიული რეფორმების მოდელი".

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ რეგიონში მიმდინარე "ამ ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე" უარის თქმა გადაწყვიტა.

“იმედი მაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, რაიმე იდეების მიწოდებას შევძლებ ამერიკული მხარისთვის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა საქართველოს დავეხმაროთ.

სტატუს-კვო არავისთვის არაფერს არ მოაგვარებს…

ამ კომისიამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მასშტაბით შემცირდა აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უფრო გაუარესდა, მაგრამ ეს ახალი ფენომენი არ არის. ეს ნამდვილად გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და “ქართული ოცნების” შესაბამისი ზომების შემდეგ.

2009 წლის აშშ-საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” შეჩერება 2024 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი აღსანიშნავი ნაბიჯია, ისევე, როგორც მას შემდეგ მალევე ამერიკული სანქციების დაწესება ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეპრესიების სხვა საკვანძო ხელშემწყობების წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ზომები ძალაში დატოვა, და ამავდროულად მოულოდნელი ენერგიისა და ფოკუსის შეტანა დაიწყო კავკასიის რეგიონში. სიმართლე გითხრათ, ამან ბევრი ადამიანი დატოვა გაოცებული.

ვიცე-პრეზიდენტი [ჯეი დი ვენსი] თავის ვიზიტს ასრულებს ერევანსა და ბაქოში. პირველი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია და ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელი ოფიციალური პირია, ვინც ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანს ეწვია…

აღსანიშნავია, რომ კავკასიაში ამ ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის საქართველო. თავის დროზე აშშ-ის მტკიცე პარტნიორი რეგიონში, დემოკრატიული რეფორმების მოდელი, რომელიც ამერიკულ ძალებთან ერთად იბრძოდა და რომლის ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებული რჩება რუსეთის მიერ.

საქართველოს მთავრობამ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ამ ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა”, - განაცხადა კაისერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა