ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს

24.01.2026 ნახვები: 282

საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის სტატიაშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელისუფლება საჯარო შეკრების შესახებ ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად

იყენებს, რაც საქართველოში პროტესტის უფლების გამოხატვას ართულებს და საშიშს ხდის“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, „2025 წლის 12 დეკემბერს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პოლიციას ფართო უფლებას ანიჭებს, შეზღუდოს საპროტესტო აქციები გზებსა და ფეხით მოსიარულეთა ზონებში, მათ შორის ტროტუარებზე, და დაუმორჩილებლობისთვის მძიმე ჯარიმები დააწესოს“.

„კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დემონსტრანტების წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა, მათ შორის, პარლამენტთან ახლოს ტროტუარზე უბრალოდ დგომისთვის, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ“, - აღნიშნულია სტატიაში.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას განცხადებით, „ეს ცვლილებები პოლიციას სახიფათო ფართო უფლებებს ანიჭებს, რათა თავად გადაწყვიტოს როდის, სად და საერთოდ, შეუძლია თუ არა ხალხს პროტესტის გამოხატვა“.

„როგორც ჩანს, კანონის თვითნებურად განხორციელება ხდება, მშვიდობიანი გამოხატვისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით. აღნიშნული ზომები საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავს, არამედ განსხვავებულ აზრს ახშობს“, - აცხადებს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა