პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება
თენგიზ აბლოთია: შავი ჭირის ეპიდემია - "მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე"
Russian army loses 1,240 troops, three air defense systems in war against Ukraine
Drone strikes hit Russian tank, howitzer, and ammo trucks in Donetsk region
Foreigners serving in Ukrainian army can receive combatant status – Ministry of Defense
Ukraine's Ziferblat performs on Eurovision 2025 stage
შსს - მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე
Zelensky: This is Putin's war, so negotiations must be with him

ვოლოდიმირ ზელენსკი ვ - მე და ის (პუტინი) ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით - ეს შეუძლებელია, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად

14.05.2025 ნახვები: 207

უნდა გესმოდეთ პუტინთან ჩემი შეხვედრის მიზანი - მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

„თუ მას შევხვდები, პოლიტიკური გამარჯვებით უნდა გამოვიდეთ - ცეცხლის შეწყვეტით, ყველა ტყვის გაცვლით ან მსგავსი რამით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები არ ენდობიან უკრაინელებს და უკრაინელები - რუსებს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს : „თუ პუტინი არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ის რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან, ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება. მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გადარჩება. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა