პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

IPN: ევროკომისიის პრესსამსახური - კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

08.05.2025 ნახვები: 238

აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

„აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით“, - განუცხადა ევროკომისიის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა