პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა

07.05.2025 ნახვები: 231

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები სენატის განრიგში იქნა შეტანილი.

კერძოდ, 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - “MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.

კანონპროექტი სენატის ოფიციალური კალენდრის “ზოგადი საკითხების” სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული სათაურით - “აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას”.

ცნობისთვის, სენატის კალენდარში ასევე ასახულია სენატორი ჯინ შაჰინისა და სხვების მიერ წარდგენილი “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის და სხვა მიზნების კანონპროექტი” (ასევე ცნობილი, როგორც “MEGOBARI აქტი”), რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 27 აპრილს დაუჭირა მხარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა